![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/74/Eleanor-of-Aquitaine-Poitiers-Cathedral-Window.jpg/640px-Eleanor-of-Aquitaine-Poitiers-Cathedral-Window.jpg&w=640&q=50)
ელეონორ აკვიტანიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელეონორ აკვიტანიელი (ფრანგ. Éléonore d'Aquitaine; დ. 1122 — გ. 1 აპრილი 1204), აგრეთვე ცნობილი როგორც ალიენორ აკვიტანიელი — აკვიტანიის ჰერცოგინია 1137-1204 წლებში, საფრანგეთის დედოფალი 1137-1152 წლებში და ინგლისის დედოფალი 1154-1189 წლებში. პუატიეს დინასტიის, გვერდითი შტოს რამნულფილდების წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი VII-ის და ინგლისის მეფე ჰენრი II-ის მეუღლე. ინგლისის სამი მეფის — ჰენრი ახალგაზრდას, რიჩარდ I ლომგულის და ჯონ I უმიწაწყლოს დედა. მონაწილეობდა მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში.
სწრაფი ფაქტები ელეონორ აკვიტანიელი, აკვიტანიის ჰერცოგინია ...
ელეონორ აკვიტანიელი | |
---|---|
![]() | |
აკვიტანიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 აპრილი 1137 |
მმართ. დასასრული: | 1 აპრილი 1204 |
წინამორბედი: | უილიამ X |
მემკვიდრე: | ჯონ I |
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1 აგვისტო 1137 |
მმართ. დასასრული: | 21 მარტი 1152 |
წინამორბედი: | ადელაიდა სავოიელი |
მემკვიდრე: | კონსტანსია კასტილიელი |
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 14 დეკემბერი 1154 |
მმართ. დასაწყისი: | 25 ოქტომბერი 1154 |
მმართ. დასასრული: | 6 ივლისი 1189 |
წინამორბედი: | მატილდა ბულონელი |
მემკვიდრე: | ბერენგარია ნავარელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1122 ან 1124 |
გარდ. თარიღი: | 1 აპრილი 1204 (81 ან 82 წლის) |
მეუღლე: |
ლუი VII, საფრანგეთის მეფე (ქ. 1137 - განქ. 1152) ჰენრი II, ინგლისის მეფე (ქ. 1152 - გard. 1189) |
შვილები: |
მარია, შამპანის ჰერცოგინია ალისი, ბლუის გრაფინია უილიამ IX, პუატიეს ჰერცოგი ჰენრი, ინგლისის მეფე მატილდა, საქსონიის ჰერცოგინია რიჩარდ I, ინგლისის მეფე ჯეფრი II, ბრეტანის ჰერცოგი ელეონორი, კასტილიის დედოფალი ჯოანი, სიცილიის დედოფალი ჯონ I, ინგლისის მეფე |
დინასტია: | რამნულფიდები |
მამა: | უილიამ X, აკვიტანიის ჰერცოგი |
დედა: | ალიენორ დე შატელერონტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა