მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1147–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი საგრაფო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ,საფრანგეთის მეფე ლუი VII და გერმანიის იმპერატორი კონრად III, რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორ მანუელ I კომნენოსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.
სწრაფი ფაქტები მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა, თარიღი ...
დახურვა