ელენე ბატონიშვილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბატონიშვილი ელენე ბაგრატიონი (დ. 1753 — გ. 17 ივნისი, 1786) — მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ასული.
ელენესთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავად ზაქარია ანდრონიკაშვილს, მაგრამ 1770 წელს ერეკლემ ქალიშვილი იმერთა მეფის სოლომონ I-ის ძმას არჩილს მიათხოვა. წყვილს შეეძინა ვაჟი დავითი, იმერეთის მომავალი მეფე სოლომონ II-ის სახელით და ორი ქალიშვილი — ბარბარე და მაია. 1775 წელს არჩილი გარდაიცვალა და 1785 წელს ელენე რუსეთიდან დაბრუნებულ ზაქარია ანდრონიკაშვილს მისთხოვდა. 1786 წელს მათ შეეძინათ ქალიშვილი ხორეშანი (მომავალში პოეტ გრიგოლ ორბელიანის დედა); ელენე კი ამ მშობიარობას გადაჰყვა.[1][2][3]