![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Solomon_I_the_Great%252C_king_of_Imereti.jpg/640px-Solomon_I_the_Great%252C_king_of_Imereti.jpg&w=640&q=50)
სოლომონ I
From Wikipedia, the free encyclopedia
სოლომონ I (დ. 1735 — გ. 23 აპრილი, 1784, ქუთაისი) — იმერეთის მეფე 1752-1784, ალექსანდრე V-ისა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარ აბაშიძის, ძე.
სწრაფი ფაქტები იმერეთის მეფე, მმართ. დასაწყისი: ...
სოლომონ I | |
---|---|
![]() | |
იმერეთის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1752 |
მმართ. დასასრული: | 1784 |
წინამორბედი: | ალექსანდრე V |
მემკვიდრე: | დავით II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1735 |
გარდ. თარიღი: | 23 აპრილი, 1784 |
მეუღლე: | თინათინ შერვაშიძე, მარიამ დადიანი, გულქან დედოფალი |
დინასტია: | იმერეთის ბაგრატიონები |
მამა: | ალექსანდრე V |
დედა: | თამარ აბაშიძე |
ხელმოწერა: |
![]() |
დახურვა
სოლომონ I-ის იმერეთის ტახტზე ასვლას წინ უძღოდა თითქმის საუკუნოვანი არეულობა იმერეთის სამეფოში. იმერეთის ციხეებში ჩამდგარი ოსმალური გარნიზონები, ოსმალური ხარკი, მეფისა და მთავრების ურთიერთდაპირისპირება, ტყვეებით ვაჭრობა, ტახტისმაძიებელთა ინტრიგები, დასუსტებული ეკლესია ქვეყანას ანარქიაში ძირავდა. სოლომონის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ რაჭის ერისთავი, გურიელი, აბაშიძეების ძლიერი საგვარეულო. ტახტისათვის მებრძოლ პრეტენდენტთა ცხარე ბრძოლაში სოლომონმა გაიმარჯვა.