![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/6/65/Elbasan_1.jpg/640px-Elbasan_1.jpg&w=640&q=50)
ელბასანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელბასანი (ალბ. Elbasan) — ქალაქი ალბანეთში. მდებარეობს მდინარე შკუმბინის მარცხენა ნაპირზე, დედაქალაქ ტირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 54 კილომეტრში. არის ამავე სახელწოდების ოლქისა და რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქს ბერძნულად უწოდებდნენ ნეოკასტრონს (ახალი ციხესიმაგრე), სლავურ ენებზე ნოვიგრადს (ახალი ქალაქი), ხოლო იტალიურად ტერა-ნუევას. თანამედროვე სახელი წარმოქმნილია თურქული სიტყვიდან il-basan („ციხესიმაგრე“)[1].
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ელბასანი Elbasan | |||
![]() ელბასანის ციხესიმაგრე | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
კოორდინატები | 41°06′00″ ჩ. გ. 20°04′00″ ა. გ. | ||
პირველი ხსენება | XV საუკუნე | ||
ფართობი | 1290 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 118 მ | ||
მოსახლეობა | 130 000 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 77,52 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||
საფოსტო ინდექსი | 3001–3006 | ||
საავტომობილო კოდი | EL | ||
ოფიციალური საიტი | elbasani.gov.al | ||
დახურვა
ქალაქში მდებარეობს XV საუკუნის ციხესიმაგრე, სადაც განთავსებულია მუზეუმი. ქალაქშია ასევე XVI საუკუნის თურქული აბანოები, ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური მონასტერი და პარტიზანული ომის მუზეუმი.