![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/06/Tirana_from_South.jpg/640px-Tirana_from_South.jpg&w=640&q=50)
ტირანა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტირანა (ალბ. Tiranë) — ალბანეთის დედაქალაქი და ქვეყნის მთავარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. მდებარეობს ქეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტირანას დაბლობზე მდებარეობისა და ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო, ქალაქს აქვს დამახასიათებელი კლიმატი, რის გამოც ის ევროპის ყველაზე ნოტიო და მზიან ქალაქთა შორისაა, წელიწადში 2 544 საათიანი მზის ხანგრძლივობით.[1][2]
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტირანა Tirana / Tiranë | |||||
![]() ხედი ტირანაზე | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
შიდა დაყოფა | 11 რაიონი | ||||
კოორდინატები | 41°19′48″ ჩ. გ. 19°49′12″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | Erion Veliaj | ||||
დაარსდა | 1614 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1920 | ||||
ფართობი | 41.8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 110 მ | ||||
მოსახლეობა | 862,361 კაცი (2017) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (+355) 040 | ||||
საფოსტო ინდექსი | 1001–1028 | ||||
საავტომობილო კოდი | TR | ||||
ოფიციალური საიტი | tirana.gov.al | ||||
როგორც არქეოლოგები ამტკიცებენ თანამედროვე ტირანას ტერიტორია ჯერ კიდევ 10,000 წლის წინ იყო დასახლებული. თუმცა მისი, როგორც ქალაქად ჩამოყალიბება 1614 წელს მოხდა და იგი ოსმალეთის იმპერიის გენერალ სულეიმან ბარჯინის (იგივე სულეიმან ფაშას) სახელს უკავშირდება. დღეს მისი ძეგლი ტირანას მთავარ მოედანზე დგას, მის სახელს ატარებს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაც. ტირანა დედაქალაქის სტატუსს 1920 წლის 8 თებერვლიდან ატარებს.