ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევება
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევება — ფილოსოფიური და იურისპუდენციული იდეა რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის პოლიტიკური მანძილის განსაზღვრისათვის. კონცეპტუალურად, ტერმინი აღნიშნავს სეკულარული სახელმწიფოს შექმნას(ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის მკაფიო იურიდიული განცალკევებით, ან მის გარეშე) ან რღვევას, არსებულის ცვლილებას, ოფიციალურ ურთიერთობას ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის.[1] მიუხედავად იმისა, რომ იდეა ძველია, ზუსტი ფრაზა „ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევება“ მომდინარეობს ტერმინიდან: „განცალკევების კედელი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის,“ რომლის ავტორიც თ.ჯეფერსონია
საზოგადოებაში, ეკლესიისა და სახელმწიფოს პოლიტიკური განცალკევების ხარისხი და სამოქალაქო სახელმწიფო განსაზღვრულია იურიდიული ისნტიტუციებისმიერ და გავრცელებული სამართლებრივი შეხედულებების მეშვეობით, რაც ორგანიზებულ რელიგიასა და სახელმწიფოს შორის სათანადო ურთიერთობას განსაზღვრავს. "მკლავის სიგრძის პრინციპი" გვთავაზობს ურთიერთობას, რომელშიც ორი სოციო-პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც სხვების უფლებამოსილებისგან დამოუკიდებელნი ურთიერთქმედებენ. „ლაიციზმის“ მკაცრი სეკულარული პრინციპები მიღებულია საფრანგეთში, ხოლო, ისეთი სეკულარული საზოგადოებები როგორებიცაა ნორვეგიაში,[2] დანიასა და ინგლისში კონსტიტუციონალურად აღიარებულ, ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიის ფორმას ინარჩუნებენ.
ეკლესიის სამოქალაქო სახელმწიფოსგან განცალკევების ფილოსოფია უკავშირდება სეკულარიზმის, განსახელმწიფოებრიობის, რელიგიური თავისუფლების და რელიგიური მრავალფეროვნების ფილოსოფიებს. ამ ფილოსოფიური მიდგომების გზით, ევროპულმა სახელმწიფოებმა განჭვრიტეს ეკლესიისა და „კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ზოგიერთი სოციალური როლი, სოციალური ცვლა რომელმაც შექმნა კულლტურულად სეკულარული მოსახლეობა და „საჯარო სფერო“.[3] პრაქტიკაში, ეკლესია-სახელმწიფოს განცალკევება იცვლება რადიკალური გამიჯვნიდან, პოლიტიკურად(კონსტიტუციონალურად) კოუფლებამოსილ რელიგიურ ორგანიზაციამდე, როგორც ინდოეთსა და სინგაპურში, ასევე სახელმწიფო რელიგიამდე, როგორიცაა მალდივის რესპუბლიკაში.