დორიელები
From Wikipedia, the free encyclopedia
დორიელები (ძვ. ბერძნ. Δωριεῖς, დორიელი - Δωριεύς) — ერთ-ერთი სამ მთავარ ტომთაგან, რომლებადაც ძველი ბერძნები საკუთარ თავს ყოფდნენ. ჰეროდოტეს მოყვანილი აქვს ყველაზე ადრეული ისტორიული განსაზღვრება ამ სამმაგი გაყოფისა:
„...ისინი, ვინც ბინადრობენ ჩვენს მიწაზე, იწოდებიან იონიელებად, ეოლიელებად და დორიელებად.“ | |
დორიელები მეტყველებდნენ ძველბერძნული ენის დორიულ დიალექტზე. ყველაზე ადრე ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებული არიან „ოდისეა“-ში, სადაც ისინი კუნძული კრეტას მობინადრეები იყვნენ.