From Wikipedia, the free encyclopedia
დმიტრი სტეფანეს ძე ბორტნიანსკი[9][10] (რუს. Дмитрий Степанович Бортнянский; დ. 28 ოქტომბერი, 1751, გლუხოვი[11][12][13] — გ. 10 ოქტომბერი, 1825, სანქტ-პეტერბურგი)[14] — რუსი[15] და უკრაინელი[16] კომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც ეკატერინე დიდის „სასამართლოში“ მსახურობდა. ბორტნიაკს გადამწყვეტი მნიჩვნელობა ენიჭება როგორც უკრაინის ისე რუსეთის მუსიკალურ ისტორიაში: ორივე ერი მას საკუთრად მიიჩნევს.[17].
დმიტრი ბორტნიანსკი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1751[1] |
დაბ. ადგილი | გლუხოვი, ჩერნიგოვის გუბერნია, რუსეთის იმპერია[2] [3] [4] [5] [6] |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1825[7] [2] [4] [6] [8] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[3] [4] [5] [6] |
დასაფლავებულია | ტიხვინის სასაფლაო[8] |
დმიტრი ბორტნიანსკი ვიკისაწყობში |
ბორტნიანსკი, რომელსაც პალესტრინას ადარებენ,[18] დღეს ცნობილია თავისი საეკლესიო მოღვაწეობებითა და საგუნდო კონცერტების ჟანრში ნაყოფიერი ღვაწლით.[19] არტემი ვედელსა და მაკსიმ ბერეზოვსკისთან ერთად ის იყო თავისი ეპოქის „ოქროს სამეული“ს ერთ-ერთი წევრი. ბორტნიანსკი იმდენად პოპულარული იყო რუსეთის იმპერიაში, რომ მისი ფიგურა 1862 წელს წარმოდგენილი იყო რუსეთის ათასწლეულის ბრინჯაოს ძეგლში, ნოვგოროდის კრემლში. ბოტნიანსკი ბევრ განსხვავებულ მისიკის სტილის კომპოზიციებს ქმნიდა; მათშორისაა საგუნდო კომპოზიციები ფრანგულ, იტალიურ, ლათინურ, გერმანულ და საეკლესიო სლავურ ენებზე.
დმიტრი ბორტნიანსკი დაიბადა 1751 წლის 28 ოქტომბერს გლუხოვში,[20] კაზაკ ჰეტმანატში, რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი უკრაინა). მისი მამა იყო სტეფან სკურატი (ან შკურატი), ლემკო-რუსინის მართლმადიდებელი რელიგიური ლტოლვილი პოლონეთის მალოპოლსკის რაიონის სოფელ ბარტნიდან. კირილ რაზუმოვსკის დაქვემდებარების ქვეში სტეფან სკურატი მსახურობდა როგორც „კოსაკი“. დიმიტრის დედა იყო მარინა დმიტრიევნა ტოლსტაია, რუსი მემამულე ტოლსტოის ქვრივი, რომელიც გლუხოვში ცხოვრობდა. შვიდი წლის ასაკში, ადგილობრივ საეკლესიო გუნდში გამოჩენილ დიმიტრის შესანიშნავმა ნიჭმა მას საშუალება მისცა წასულიყო იმპერიის დედაქალაქში და ემღერა სანქტ–პეტერბურგში საიმპერატორო სამლოცველო გუნდთან ერთად. დიმიტრის ნახევარძმა, ივან ტოლსტოი აგრეთვე საიმპერატორო სამლოცველო გუნდთან ერთად მღეროდა.[21] აქ დიმიტრი მუსიკასა და კომპოზიციებს სწავლობდა Imperial Chapel Chor-ის რეჟისორის, იტალიელი ოსტატის ბალდასარე გალუფპის ხელმძღვანელობით. როდესაც გალუფპი იტალიაში გაემგზავრა 1769 წელს, მან თან წაიყვანა ბიჭი. იტალიაში, ბორტნიანსკიმ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ოპერების კომპოზიციებში: Creonte (1776) და Alcide (1778) ვენეციაში, და Quinto Fabio (1779) მოდენაში. ორივე, კაპელასა და საორკესტრო თანხლებით მან ასევე შეასრულა წმინდა ნამუშევრები ლათინურ და გერმანულ ენებზე (მათ შორისაა ავა მარია-ც ორი ხმითა და ორკესტრით).
1779 წელს ბორტიანსკი სანქტ-პეტერბურგის სასამართლო კაპელაში დაბრუნდა და შემოქმედებითად აყვავდა. მან შეასრულა კიდევ ოთხი ოპერა (ყველა ფრანგულად, ფრანც-ჰერმან ლაფერმიერის „ლიბრეტთან“ ერთად): Le Faucon (1786), La fête du seigneur (1786), Don Carlos (1786), და Le fils-rival ou La moderne Stratonice (1787). ბორტნიანსკიმ ამ დროს დაწერა არაერთი ინსტრუმენტული ნამუშევარი, მათ შორის საფორტეპიანო სონატები და საფორტეპიანო კვინტეტები არფასთან ერთად, და ფრანგული სიმღერების ციკლი.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბორტალიანისკის გენიალური შედეგი ძალიან დიდი აღმოჩნდა უარსაყოფად და 1796 წელს იგი დაინიშნა საიმპერატორო სამლოცველო გუნდის დირექტორად; იყო პირველი დირექტორი, რომელიც რუსეთის იმპერიის გარედან არ იყო იმპორტირებული. დიმიტრი ბორტნიანსკი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში, 1825 წლის 10 ოქტომბერს და დაიკრძალა პეტერბურგის სმოლენსკის სასაფლაოზე. XX საუკუნეში მისი ნაშთები ალექსანდრე ნეველის სახელობის მონასტერში გადაასვენეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.