From Wikipedia, the free encyclopedia
დიმიტრი ანდრიას ძე მურატოვი (რუს. Дмитрий Андреевич Муратов; დ. 29 ოქტომბერი, 1961) — რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და რუსულ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი. [1] 2021 წელს მარია რესასთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში „გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“.
დიმიტრი მურატოვი | |
---|---|
მურატოვი 2018 წელს. | |
დაიბადა | დიმიტრი ანდრეევიჩ მურატოვი 29 ოქტომბერი, 1961 კუიბიშევი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი |
ეროვნება | რუსი |
განათლება | სამარას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
დამქირავებელი | „ნოვაია გაზეთა“ |
საქმიანობა | ჟურნალისტი ტელეწამყვანი რედაქტორი |
წლები | 1987–დღემდე |
პოლიტიკური პარტია | „იაბლოკო“ |
მურატოვმა 1993 წელს რამდენიმე სხვა ჟურნალისტთან ერთად დააარსა პროდემოკრატიული გაზეთი „ნოვაია გაზეტა“. ის გაზეთის მთავარი რედაქტორი იყო 1995 წლიდან 2017 წლამდე, აღნიშნული თანამდებობა ხელმეორედ 2019 წელს დაიკავა. გაზეთი ცნობილია ისეთი სენსიტიური თემებით, როგორიცაა სამთავრობო კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. [2] როგორც მთავარმა რედაქტორმა, გამოაქვეყნა ანა პოლიტკოვსკაიას სტატიები, რომლებიც ამოწმებდნენ პუტინის ადმინისტრაციას. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თანახმად, მურატოვმა ხელი შეუწყო „ერთადერთ მართლაც კრიტიკული გაზეთის შექმნას, რომელსაც დღესდღეობით რუსეთში ეროვნული გავლენა აქვს“.
დიმიტრი მურატოვი დაიბადა 1961 წლის 30 ოქტომბერს, ქალაქ კუიბიშევში (1991 წლიდან — სამარა). [3] [4] ხუთი წელი სწავლობდა კუიბიშევის (ახლანდელი სამარა) სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც დაინტერესდა ჟურნალისტიკით. კოლეჯში სწავლის დროს დაუკავშირდა ადგილობრივ გაზეთებს და ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ჟურნალისტიკის სამყაროში. [5]
1983 წლიდან 1985 წლამდე, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მსახურობდა საბჭოთა არმიაში საკომუნიკაციო ტექნიკის უსაფრთხოების სპეციალისტად. [6] [7]
1987 წელს მურატოვმა მუშაობა გაზეთ „ვოლჟსკი კომსომოლეცის“ კორესპონდენტად დაიწყო. მან მის ზემდგომებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ პირველი წლის ბოლოს მურატოვი დანიშნეს „კომსომოლსკაია პრავდას“ ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელად, შემდეგ კი ახალი ამბების სტატიების რედაქტორად დააწინაურეს. [8] მურატოვმა „კომსომოლსკაია პრავდა“ 1992 წელს დატოვა. [9]
მურატოვს მრავალი ჯილდო მიუღია ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. მან ჟურნალისთა დაცვის კომიტეტისგან 2007 წელს მიიღო CPJ-ის პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო, პრესის თავისუფლების დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის. [10] 2010 წლის 29 იანვარს საფრანგეთის მთავრობამ ჟურნალისტების თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის აღიარა. მას მიენიჭა საპატიო ლეგიონის ორდენი; 2010 წლის მაისში გაემგზავრა ნიდერლანდებში, რათა მიეღო ოთხი თავისუფლების ჯილდო „ნოვაია გაზეტასთვის“. [11] 2016 წელს მურატოვმა მიიღო თავისუფლების ოქროს კალმის ჯილდო გაზეთებისა და ახალი ამბების გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციისგან. [12]
მურატოვს მიენიჭა 2021 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ფილიპინელ მარია რესასთან ერთად, „გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, რაც დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობის წინაპირობაა“. [13] წევრია დემოკრატიული პოლიტიკური პარტიისა „იაბლოკო“.[14]. [15] მოსკოვის კრემლმა მურატოვს ნობელის პრემიის მოპოვება მიულოცა. [16] მურატოვმა განაცხადა, რომ პრიზს ალექსეი ნავალნის გადასცემდა, მისი არჩევანი რომ ყოფილიყო. [17]
გაზეთ „მედუზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში მურატოვმა განაცხადა, რომ მისი ნობელის პრემია ეკუთვნის „ნოვაია გაზეტას“ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც მოკლეს გამოძიებების ჩატარების გამო. [18]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.