From Wikipedia, the free encyclopedia
დალია იციკი (ებრ. דליה איציק; დ. 20 ოქტომბერი, 1952, იერუსალიმი) — ისრაელის დროებითი პრეზიდენტი (25 იანვარი — 25 ივლისი 2007).[1] დაიბადა ერაყული წარმომავლობის ებრაულ ოჯახში. ისტორიული და ფილოლოგიური განათლება მიიღო იერუსალიმის ევროპულ უნივერსიტეტში და პედაგოგის დიპლომსაც დაეუფლა.
დალია იციკი | |
ისრაელის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი, 2007 – 25 ივლისი, 2007 | |
წინამორბედი | მოშე კაცავი |
მემკვიდრე | შიმონ პერესი |
დაბადებული | 10 ოქტომბერი, 1952 იერუსალიმი ისრაელი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
რელიგია | იუდეველი |
1992 წელს ისრაელის შრომის პარტიის სიით მოხვდა ქნესეთის შემადგენლობაში, სადაც თითქმის ერთდროულად მუშაობდა საფინანსო, განათლებისა და კულტურისა და ქალთა საკითხების კომიტეტში. 1999-2001 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. 2001-2002 წლებში იყო ვაჭრობის მინისტრი, ხოლო 2005 წლის 28 ნოემბრამდე ასრულებდა კომუნიკაციების მინისტრის მოვალეობას. ამავე დღეს მან დატოვა შრომის პარტია და შეუერთდა არიელ შარონის მიერ დაარსებულ პარტიას „კადიმა“. 2006 წლის 4 მაისს კი აირჩიეს ისრაელის ახლადარჩეული პარლამენტის სპიკერად. 2007 წლის 25 იანვარს ისრაელის პრეზიდენტის მოშე კაცავის სკანდალური გადადგომის შემდეგ შეუდგა დროებითი პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას. 25 ივლისს კი პრეზიდენტის მოვალეობები გადააბარა ცნობილ ებრაელ პოლიტიკოსს და ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შიმონ პერესს.
დალია იციკი დალია გათხოვილია ჰყავს, სამი შვილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.