From Wikipedia, the free encyclopedia
გურიის საერისთავო — საერისთავო შუა საუკუნეების საქართველოს სამეფოში. მოიცავდა ტერიტორიას სამხრეთით - მდ. ჭოროხიდან, ჩრდილოეთით - რიონამდე[1]. XIII საუკუნეში გურიის მმართველებმა ერისთავთერისთავის ტიტული მიიღეს, ხოლო XV საუკუნის II ნახევრიდან დამოუკიდებელი სამთავროს მთავრები გახდნენ და გურიელებად იწოდებოდნენ.
გურიის, როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის არსებობა ნავარაუდებია VIII საუკუნიდან. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, რომელიც სავარაუდოდ ჩვენამდე მოუღწეველ წყაროებს ეყრდნობოდა, აფხაზთა მეფე ლეონ II-მ გურია აფხაზეთის სამეფოს ერთ-ერთ საერისთავოდ აქცია. თუმცა მკლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ „გურიის საერისთავო“ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ არსებობდა. არაფერია ცნობილი გურიის საეროსთავოს შესახებ 1222 წლამდე[1]უცნობია, რომელი საგვარეულო განაგებდა გურიის საერისთავოს ეგრისისა და აფხაზთა სამეფოებში.[2]
გურიის მმართველი პირველად 1226 წელს იხსენიება „გურიელის“ სახელით. როგორც ჩანს ეს ტერმინი თავიდან გარკვეული თანამდებობის აღმნიშვნელი იყო და ასევე აღნიშნავდა კონკრეტული ტერიტორიის მფლობელს[1]. ტერიტორიულად გურიის საერისთავო, სავარაუდოდ, მდინარე რიონიდან ჭოროხამდე ვრცელდებოდა. გურიის ბოლო მთავრების მტკიცებით გურიის უკიდურესი სამხრეთი საზღვარი იყო რკინის პალო[3]. 1240-1242 წლებში ასევე იხსენიება გურიის გამგებელი გურიელი. ამ დროს გურიელი ოდიშის ერისთავთერისთავის ხელქვეითი ფეოდალი იყო.
1280-იან წლებში გურია საქართველოს სამეფოსგან დამოუკიდებლობას აცხადებს, მაგრამ დაახლ. 1330 წელს იძულებული ხდება გიორგი V ბრწყინვალეს დაემორჩილოს[1]. კირილ თუმანოვის თანახმად, არა უადრეს 1352 წლიდან, გურია დადიანთა უმცროსი შტოს სამფლობელოს წარმოადგენდა[4]. მას შემდეგ, რაც ტახტზე ბაგრატ V ავიდა, აჯანყდა სვანები. ბაგრატმა აჯანყებულები დაამარცხა (1367 წ.) და სვანთა ერისთავს გურია გადასცა. სწორედ ამ დროიდან გურიის საერისთავოს ვარდანისძეები ეუფლებიან[1]. 1372 წელს ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქაელ პანარეტოსის ცნობით გურიელები პატივს მიაგებდენ ტრაპიზონის იმპერატორს.[5]
წყაროებში გურიელებიდან ერისთავებად იხსენიებიან:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.