From Wikipedia, the free encyclopedia
გრანმის პროვინცია — კუბის ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ბაიამო. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები — მანსანილიო და პილონი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
გრანმის პროვინცია Provincia de Granma | |||
| |||
ქვეყანა | კუბა | ||
ადმ. ცენტრი | ბაიამო | ||
კოორდინატები | 20°22′48″ ჩ. გ. 76°39′00″ დ. გ. | ||
ფართობი | 8 375,49 კმ² | ||
მოსახლეობა | 829 333 კაცი (2004) | ||
სიმჭიდროვე | 99 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||
სატელეფონო კოდი | +53-023 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.granma.inf.cu/ | ||
პროვინციას სახელი ეწოდა იახტა გრანმასგან, რომლითაც 1956 წელს ჩე გევარა და ფიდელ კასტრო მოადგნენ კუბას 82 მებრძოლთან ერთად. 1976 წლამდე ის უფრო დიდი, ორიენტეს პროვინციის ნაწილი იყო. ამერიკელმა, რომელმაც მათ ნახმარი იახტა მიჰყიდა მექსიკაში, თავის ბებიის პატივსაცემად იახტას გრანმა უწოდა ("Grandma" — grandmother). შედეგად, ამ ხომალდის სახელი კუბური კომუნიზმის სიმბოლო გახდა.
პროვინცია სავსეა კუბის რევოლუციისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სამახსოვრო სიმბოლოებით, მთებში არსებული დაფები მნახველებს შეახსენებს 1959 წლის ბრძოლას ფულხენსიო ბატისტას წინააღმდეგ. მრავლადაა ოქროს, ვერცხლისა და მანგანუმის მიტოვებული საბადოები.
შემოსავლების მთავარი წყაროა ყავა, რომელიც პროვინციის მთიან რეგიონებში იზრდება.
პროვინცია 13 მუნიციპალიტეტისგან შედგება:
მუნიციპალიტეტი | მოსახლეობა (2004) | ფართობი (კმ²) | მდებარეობა |
---|---|---|---|
ბარტოლომე-მასო | 53 024 | 629 | 20.16861° ჩ. გ. 76.94250° დ. გ. |
ბაიამო | 222 118 | 918 | 20.38167° ჩ. გ. 76.64250° დ. გ. |
ბუეი-არიბა | 31 327 | 452 | 20.17361° ჩ. გ. 76.74917° დ. გ. |
კამპეჩუელა | 46 092 | 577 | 20.23333° ჩ. გ. 77.27889° დ. გ. |
კაუტო-კრისტო | 21 159 | 550 | 20.56222° ჩ. გ. 76.46944° დ. გ. |
გუისა | 50 923 | 596 | 20.26111° ჩ. გ. 76.53806° დ. გ. |
ხიგუანი | 60 320 | 646 | 20.37333° ჩ. გ. 76.42222° დ. გ. |
მანსანილიო | 130 789 | 498 | 20.33972° ჩ. გ. 77.10861° დ. გ. |
მედია-ლუნა | 35 330 | 376 | 20.14444° ჩ. გ. 77.43611° დ. გ. |
ნიკერო | 41 252 | 582 | 20.04722° ჩ. გ. 77.57806° დ. გ. |
პილონი | 29 751 | 462 | 19.90556° ჩ. გ. 77.32083° დ. გ. |
რიო-კაუტო | 47 833 | 1 500 | 20.56389° ჩ. გ. 76.91722° დ. გ. |
იარა | 59 415 | 576 | 20.27694° ჩ. გ. 76.94694° დ. გ. |
წყარო: მოსახლეობის 2004 წლის აღწერა.[1] Area from 1976 municipal re-distribution.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.