From Wikipedia, the free encyclopedia
გო არა (კორ. 고아라; დ. 11 თებერვალი, 1990) — სამხრეთ კორეელი მსახიობი და მოდელი. ცნობილი გახდა შემდეგი კორეული ტელესერიალებიდან: ბასრი (2003), Heading to the Ground (2009), პასუხი 1944 (2013), შენ გარშემორტყმული ხარ (2014), ჰვარანი (2016–17), რუხი (2017), მის ჰამურაბი (2018), Haechi, (2019) და დო დო სოლ სოლ ლა ლა სოლ(2020).
გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის გო, ხოლო სახელი — არა. |
გო არა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
11 თებერვალი, 1990 ჩინჯუ, სამხრეთ კორეა |
ეროვნება | სამხრეთ კორეელი |
ალმა-მატერი | ჩუნგანგის უნივერსიტეტი[1] |
საქმიანობა | მსახიობი, მოდელი; |
აქტიური | 2003-დღევანდელი |
გო არა დაიბადა ჩინჯუში, სამხრეთ კორეაში. პატარა ასაკში, მუდმივად კორეის სხვადასხვა კუთხეში გადადიოდა საცხოვრებლად, რადგან მამამისი ჯარისკაცი იყო. საშუალო სკოლაში, მეგობარმა ურჩია გაევლო გასაუბრება S.M.Entertainment-ში. 2003 წელს ის გახდა S.M.Entertainment-ის თინეიჯერ მოდელთა კონკურსის გამარჯვებული.[2]
გო აირჩიეს ქალის მთავარი როლის - ლი ოკ-რიმის სათამაშოდ, 2003 წლის KBS-ის თინეიჯერულ დრამა ბასრში. ამბიციური და თავდაჯერებული საშუალო სკოლის მოსწავლის როლმა მას ვარსკვლავური პოპულარობა მოუტანა.[3] როლი განმეორებით ითამაშა მეორე ნაწილში ბასრი 2.[4]
გომ შემდეგ მიიღო მონაწილეობა SBS-ის 2006 წლის მელოდრამაში თოვლის ყვავილი, კიმ ჰი ესთან ერთად.[5] მეამბოხე და ამბიციური იუ დამის ამპლუის მორგებამ მას ბეკსანგის ხელოვნების დაჯილდოებაზე აღიარება მოუტანა.[6]
გო არას პირველი ფილმი იყო დიდ-ბიუჯეტიანი იაპონური ფილმი ჩინგიზ-ხანი: დედამიწისა და ზღვის ბოლოებში, რომელიც გამოვიდა იაპონიაში 2007 წლის მარტში. მან ითამაშა ხულანის - ჩინგიზ ხანის საყვარლის როლი, 40 000 აპლიკანტებიდან არჩევის შემდეგ. მან ითამაშა კიდევ ერთ იაპონურ ფილმში Dance Subaru ენის კარგად ცოდნიდან გამომდინარე.[7]
2008 წელს, მან მონაწილეობა მიიღო MBC-ის სატელევიზიო დრამაში ვინ ხარ შენ? იუნ გე სანთან ერთად.[8] მიუხედავად დაბალი რეიტინგისა კორეაში, კომედიამ სხეულთა გაცვლაზე საერთაშორისო ფანების ყურადღება მიიპყრო და გაზარდა მისი პოპულარობა კორეულ ტალღაში. ამან უბიძგა მის გამოჩენას იაპონურ სატელევიზიო დრამაში Karei naru Spy.[9]
2009 წელს ის აიყვანეს როლზე MBC-ის რომანტიკულ კომედიაში Heading to the Ground აიდოლ მომღერალ იუნოსთან (TVXQ) ერთად.[10]
2012 წელს მისი დებიუტი შედგა კორეული ფილმის ინდუსტრიაში სპორტული ფილმით Pacemaker, სადაც სამხრეთ კორეის წარმომადგენელი ჭოგით მხტომარის როლისათვის 5 კილოგრამი მოიმატა. [11]შემდეგ მან გამოავლინა სიმღერის ნიჭი 2012] წლის მულტიკულტურულ ფილმში პაპა, პაკ იონ ვუსთან ერთად.[12] არა, ყურადღება მიიპყრო თავისი ვოკალური და ცეკვის შესაძლებლობებით, ინგლისურის თავისუფლად ფლობითა და სამსახიობო შესრულებით ფილმში.[13]
გო არას პოპულარობა უფრო მეტად გაიზარდა ნოსტალგიური კამპუს დრამა პასუხი 1994-ში (2013) თამაშის შემდეგ. იმისათვის, რომ გარდასახულიყო სონ ნა ჯონგის აპლუაში, თმა შეიჭრა და 8 კილოგრამი მოიმატა.[14] როცა მისი ამ როლის თამაშის ამბავი გასაჯაროვდა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, თუმცა მოგვიანებით კრიტიკოსებისა და მაყურებლებისაგან დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. მისი შესრულებისათვის, გო არამ მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციები ბეკსანგის ხელოვნების დაჯილდოებასა და აპან სთარ დაჯილდოებაზე. ამის შემდეგ ითამაშა დამწყები დეტექტივი ქალის როლი 2014 წლის პოლიციის ჟანრის დრამაში შენ გარშემორტყმული ხარ, ლი სუნ გისა და ჩა სუნგ ვონთან ერთად.[15][16]
2015 წელს, არა დაუბრუნდა დიდ ეკრანებს იუ სუნგ ჰოსთან ერთად ჩოსონის დინასტიის პერიოდის ფილმში ჯადოქარი, სადაც თამაშობს პრინცესის როლს, რომელსაც ცირკის ჯადოქარი უყვარდება.[17] ამას მოჰყვა მთავარი როლი ფანტომის დეტექტივში, ნეო-ნოარი და ექშენის ჟანრიხ ფილმი ლი ჯე ჰუნთან ერთად.[18]
2016 წელს გო არა მონაწილეობდა მთავარი ქალი მსახიობის როლში პაკ სო ჯუნთან ერთად ისტორიულ ტელესერიალში ჰვარანი.[19][20] იმავე წელს, მან დატოვა S.M.Entertainment 13 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ და კონტრაქტი დადო ახალდაარსებულ მენეჯმენტის კომპანიასთან 2017 წლის იანვარში.[21] შემდეგ მან ითამაშა ფენტეზი თრილერის ჟანრის ფილმი "რუხი" სონ სუნგ ჰეონთან ერთად. ითამაშა ქალი, რომელსაც შეუძლია წინასწარ ნახოს სიკვდილი.[22][23]
2018 წელს გომ ითამაშა სატელევიზიო დრამაში მის ჰამურაბი კიმ მიონგ სუსთან ერთად.[24] სერიალს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მისი კორეული თანამედროვე საზოგადოების გულწრფელი აღწერისათვის; გო არას სამსახიობო ნიჭი მრავალჯერ გახდა შექების საგანი.[25]
2019 წელს არა მონაწილეობდა ისტორიულ დრამაში Haechi, სადაც დეტექტივის როლში წარსდგა, რომელიც საბრძოლო ხელოვნებასა და უცხო ენებს კარგად ფლობს.[26]
2020 წელს მან ითამაშა მუსიკალურ რომანტიკულ სატელევიზიო დრამა დო დო სოლ სოლ ლა ლა სოლ-ში პიანისტის როლი.
2019 წლის 7 მარტს, გო არას სააგენტომ განაცხადა, რომ Haechi-ს გადაღებების დროს გო არამ ფეხი დაიზიანა, რის გამოც მოხდა მისი ჰოსპიტალიზირება.[27]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.