რუსი ჰიდროლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
გლებ ვერეშჩაგინი (რუს. Верещагин, Глеб Юрьевич; დ. 14 აპრილი [ძვ. სტ. 2 აპრილი], 1889 — გ. 5 თებერვალი, 1944) — რუსი ჰიდროლოგი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ბაიკალის ერთ-ერთი სახელოვანი მკვლევარი. 1913 წელს დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი. მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ექსპედიციის ხელმძღვანელი, 1930–1944 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ბაიკალის ლიმნოლოგიური სადგურის დირექტორი. მისი ძირითადი შრომები მიეძღვნა ყინულის რეჟიმს, ნაპირების დინამიკასა და მორფოლოგიას, ბაიკალის ტბის ჰიდრობიოლოგიას. ბაიკალის ფაუნისა და ფლორის ზღვიური წარმოშობის თეორიისა და ბაიკალის დიდი სიღრმეების რუკების ავტორი. დიდია მისი დამსახურება დატოტვილულვაშიანების შესწავლის საქმეში. 1914 წლიდან მუშაობდა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის მუზეუმში. 1916 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ბიაკალზე ჩატარებულ ექსპედიციაში. 1919 წლიდან ჰიდროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ-მდივანი. ბაიკალის ექსპედიციამ შეაგროვა ფართო სამეცნიერო მასალა ტბის ჰიდროლოგიურ და ჰიდრობიოლოგიურ საკითხებზე, რომელიც შემდგომ მეცნიერებათა აკადემიას გადაეცა.
გლებ ვერეშჩაგინი | |
---|---|
რუს. Глеб Юрьевич Верещагин | |
დაბ. თარიღი | 14 აპრილი, 1889 ან 1889[1] |
დაბ. ადგილი | Q21850512? |
გარდ. თარიღი | 5 თებერვალი, 1944 ან 1944[1] |
გარდ. ადგილი | ირკუტსკის ოლქი |
დასაფლავებულია | ირკუტსკის ოლქი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | ჰიდროლოგი |
მუშაობის ადგილი | ლიმნოლოგიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | ვარშავის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წრეეში მეტად ცნობილი ადამიანი იყო. მის სამეცნიერო მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდნენ: ვლადიმერ კომარივი, ოტო შმიდტი, ვლადიმერ ვერნადსკი, ალექსანდრე ვინოგრადოვი, ვლადიმერ ობრუჩევი და სხვა.
გლებ ვერეშჩაგინი გარდაიცვალა 1944 წლის 5 თებერვალს მძიმე ავადმყოფობის შედეგად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.