Remove ads
საბჭოთა მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, მოგზაური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე From Wikipedia, the free encyclopedia
ოტო იულის ძე შმიდტი (რუს. О́тто Ю́льевич Шмидт; დ. 30 სექტემბერი [ ძვ. სტ. 18 სექტემბერი],1891, მოგილევი — გ. 7 სექტემბერი 1956, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი, ასტრონომი, გეოფიზიკოსი, მოგზაური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. სსრკ მეცნიერებათა აკადენიის აკადემიკოსი (1935), უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1934), საბჭოთა კავშირის გმირი (1937).
დაიბადა მოგილიოვში (რუსეთის იმპერია). მამის მხრიდან მისი წინაპრები გერმანელები იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ლატვიელები. დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. 1923–1956 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო, 1930-1932 წლებში იყო არქტიკული ინსტიტუტის დირექტორი, 1932–1939 წლებში „გლავსევმორპუტის“ უფროსი, 1939–1942 წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. 1937 წელს ოტო შმიდტის ინიციატივით ჩამოყალიბდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის თეორიული გეოფიზიკის ინსტიტუტი (დირექტირი იყო 1949 წლამდე).
ძირითადი შრომები აქვს ალგებრაში. მისმა მონოგრაფიამ „ჯგუფთა აბსტრაქტული თეორია“ დიდი გავლენა მოახდინა ამ თეორიის განვითარებაზე. შმიდტი არის მოსკოვის ალგებრული სკოლის ფუძემდებელი და მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. 1940-იან წლებში წამოაყენა დედამიწისა და მზის სისტემის სხვა პლანეტების წარმოშობის ახალი კოსმოგონიური ჰიპოთეზა (შმიდტის ჰიპოთეზა), რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე ამუშავებდა საბჭოთა მეცნიერთა ჯგუფთან ერთად. თუმცა შმიდტის ჰიპოთეზა მრავალმა მეცნიერმა უარყო.
ოტო შმიდტი აგრეთვე იყო არქტიკის მკვლევარი. 1929–1930 წლებში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს ყინულმჭრელ გემზე „გიორგი სედოვი“, ამის შედეგად ფრანც-იოსების მიწაზე შეიქმნა პირველი სამეცნიერო კვლევითი სადგური, რომელმაც გამოიკვლია კარის ზღვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ჩრდილოეთის მიწის დასავლეთი ნაპირები, აღმოაჩინა მთელი რიგი კუნძულები. 1932 წელს ექსპედიციამ, რომელსაც შმიდტი ხელმძღვანელობდა, ყინულმჭრელ გემ „სიბირიაკოვით“, ერთ სანავიგაციო პერიოდში გაიარა არხანგელსკიდან წყნარ ოკეანემდე.
1933–1934 წლებში ოტო შმიდტი ხელმძღვანელობდა გემ „ჩელიუსკინის“ ნაოსნობას ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, 1937 წელს მოდრეიფე სადგურ „ჩრდილოეთ პოლუს-1-ის“ ორგანიზების საჰაერო ექსპედიციას, 1938 წელს – ამ სადგურის პერსონალის („პაპანინელების“) ყინულის ბელტიდან მოხსნის ოპერაციას.
შმიდტის სახელი ეწოდა კუნძულს კარის ზღვაში, კონცხს ჩუკოტკის ზღვის სანაპიროზე, რაიონს მაგადანის ოლქის ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში და სხვა.
დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 3 სხვა ორდენით, აგრეთვე მედლებით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.