გიუნცური ეპოქა
From Wikipedia, the free encyclopedia
გიუნცური ეპოქა, გიუნცური გამყინვარება, გიუნცი — ალპების უძველესი გამყინვარება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ეოპლეისტოცენში.[1] გამოიყოფა გიუნცის არანაკლებ ორი ფაზა. წინ უსწრებდა მინდელურ გამყინვარებას. სახელწოდება მომდინარეობს მდინარე დუნაის მარჯვენა შენაკადის — გიუნცის მიხედვით. გიუნცური ეპოქა გამოყვეს ალბრეხტ პენკმა და ედუარდ ბრიუკნერმა 1909 წელს.[2]