![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/be/Gadjah_Mada_HeadOffice.jpg/640px-Gadjah_Mada_HeadOffice.jpg&w=640&q=50)
გაჯა მადას უნივერსიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
გაჯა მადას უნივერსიტეტი ― საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი სლემანში, ჯოკიაკარტის სპეციალურ რეგიონში, ინდონეზიაში. ოფიციალურად დაარსდა 1949 წლის 19 დეკემბერს. გაჯა მადას უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით.[5][6] გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია ინდონეზიაში და ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება ქვეყნის მასშტაბით. QS-ის უნივერსიტეტების მსოფლიო რეიტინგში გაჯა მადას უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა ინდონეზიის მასშტაბით და 231-ე ადგილზეა მსოფლიო მასშტაბით.[7][8][9]
![]() | |
დაფუძნდა | 1949 |
---|---|
ატარებს სახელს | გაჯა მადა |
ტიპი | საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1] |
ქვეყანა | ინდონეზია[1] |
ტელეფონი | +622746492599[2] |
კავშირები | ASEAN University Network[3] და ASEAN European Academic University Network[4] |
https://www.ugm.ac.id[2] |
უნივერსიტეტი 1940-იან წლებში ნიდერლანდელთა მმართველობის დროს დაარსდა და პირველი სამედიცინო ფაკულტეტი იყო, სადაც აბორიგენ ინდონეზიელებს იღებდნენ.[10][11][12]
უნივერსიტეტი 18 ფაკულტეტსა და 27 კვლევით ცენტრს მოიცავს. ფუნქციონირებს 68 საბაკალავრო, 23 სადიპლომო, 104 სამაგისტრო და სპეციალური, 43 სადოქტორო და 4 პოსტსადოქტორო სასწავლო პროგრამა. უნივერსიტეტში დაახლოებით 55 000 სტუდენტი და 1 187 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. პერსონალის რაოდენობა 2 500 ადამიანს აღწევს.[13][14] უნივერსიტეტის კამპუსი 360 აკრზეა (150 ჰექტარი) განლაგებული და დაწესებულებებთან ერთად სტადიონსა და ფიტნეს ცენტრსაც მოიცავს.[15]
უნივერსიტეტს სახელი ეწოდა XIV საუკუნეში მაჯაპაჰიტის მმართველის, გაჯა მადას პატივსაცემად, რომელიც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ინდონეზიელი ერის პირველ გამაერთიანებლად მიიჩნევა.[16][17] უნივერსიტეტის სახელწოდებაში დღემდე შემორჩენილია ნიდერლანდების ხანის მართლწერა. 1985 წელს გაჯა მადას უნივერსიტეტში სატყეო საქმის ხარისხი მიიღო ინდონეზიის მეშვიდე და დღევანდელმა პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ.[18]