From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოკიაკარტა (ინდონ. Yogyakarta) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონის დედაქალაქი. ცნობილია როგორც კლასიკური იავური ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი. ინდონეზიის ეროვნული რევოლუციის პერიოდში, 1945–1949 წლებში ჯოკიაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი იყო. მისი ერთ–ერთი რაიონი, კოტაგედე 1575–1640 წლებში მატარამის სასულთნოს დედაქალაქი იყო.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჯოკიაკარტა ინდონ. Yogyakarta | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
პროვინცია | ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონი | ||||
შიდა დაყოფა | Danurejan[1] [2] , Gedongtengen[2] , Gondokusuman[2] , Gondomanan[2] , Jetis[2] , Kotagede[2] , Kraton[2] , Mantrijeron[2] , Ngampilan[2] , Pakualaman[2] , Tegalrejo[2] , Umbulharjo[2] , Wirobrajan[2] და Mergangsan[2] | ||||
კოორდინატები | 7°48′05″ ს. გ. 110°21′52″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 7 ოქტომბერი, 1756 | ||||
ფართობი | 32,5 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 113±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 388 088 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 12 000 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | +62 361 | ||||
საფოსტო ინდექსი | 55111–55792 | ||||
საავტომობილო კოდი | AB | ||||
ოფიციალური საიტი | jogjakota.go.id | ||||
ქალაქი მდებარეობს ვულკან მერაპიდან 30 კმ–ის მოშორებით. 2006 წლის 27 მაისს მომხდარმა 6 ბალიანმა მიწისძვრამ ჯოკიაკარტის დიდი ნაწილი დაანგრია, დაიღუპა დაახლოებით 4000 ადამიანი.
სახელგანთქმული ბორობუდურისა და პრამბანანის ტაძრების სიახლოვის გამო, ჯოკიაკარტა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია ინდონეზიაში კუნძულ ბალის შემდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.