გაიუს ოქტავიუსი (პრეტორი ძვ. წ. 61)
From Wikipedia, the free encyclopedia
გაიუს ოქტავიუსი[1] (ლათ. Gaius Octavius; დაახლოებით ძვ. წ. 100-59) — რომის იულიუს-კლავდიუსელი იმპერატორების წინაპარი. იმპერატორ ავგუსტუსის მამა, კლავდიუსის დიდი პაპა, კალიგულას ბებიის (დედის მხრიდან) პაპა (მამის მხრიდან) და ნერონის ბებიის (დედის მხრიდან) პაპის (დედის მხრიდან) მამა. წარმოშობით ქალაქ ველეტრიდან იყო და ოქტავიების გვარის ძველ და მდიდარ შტოს ეკუთვნოდა. სიმდიდრის მიუხედავად, მისი ოჯახი არა პატრიციებს, არამედ პლებსს მიეკუთვნებოდა. რადგანაც novus homo („ახალი ადამიანი“) იყო, იგი სენატორული კლასის ოჯახიდან არ უნდა ყოფილიყო.
პაპამისი, გაიუს ოქტავიუსი, მეორე პუნიკური ომის დროს, სამხედრო ტრიბუნის ჩინით იბრძოდა სიცილიაში. მამამისი კი, აგრეთვე გაიუს ოქტავიუსი, მუნიციპალურ მაგისტრატად მსახურობდა და საშუალო ასაკამდე იცოცხლა.