From Wikipedia, the free encyclopedia
გაზელი (ლათ. Gazella) — ნამდვილი ანტილოპების ქვეოჯახის ჩლიქოსანთა გვარი[1] და 3[2] (ადრე 7) გვარის კრებითი სახელწოდება. არსებობს გაზელის 18 სახეობა, რომელთაგან 2 გადაშენებულია (გვარში შედის 11 სახეობა, დანარჩენი კრებით სახელში ერთიანდებიან); აგრეთვე ცნობილია 30-მდე ამომწყდარი სახეობა.[2] გავრცელებულია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის უდაბნოებსა და სტეპებში. ცხოვრობენ ჯოგებად, იკვებებიან ბალახოვანი მცენარეებით. დარბიან ძალიან სწრაფად. ნეზვი ყოველწლიურად 1—2 ნუკრს იგებს. ძვირფასი სანადირო და სარეწაო ცხოველებია და, რაკი მათი რიცხვი სწრაფად კლებულობს, საჭიროებენ დაცვას.
გაზელი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Gazella (Blainville, 1816) | |||||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.