მცოხნელები

From Wikipedia, the free encyclopedia

მცოხნელები
Remove ads

მცოხნელები (ლათ. Ruminantia) — ძუძუმწოვრების ქვერიგი წყვილჩლიქოსნების რიგისა. უმეტესობას 4-განყოფილებიანი (ფაშვი, ბადურა, წიგნარა, მაჭიკი) კუჭი აქვს. საჭმლის მონელების პროცესში დიდ როლს თამაშობს ცოხნა. მცოხნელებთაგან ბევრს კარგად განვითარებული რქები აქვთ. ზედა საჭრელები არ აქვთ. კიდურებზე ყველაზე მეტად განვითარებულია მე-3 და მე-4 თითები, რომლებზეც დიდი რქოვანი ჩლიქები აქვთ. არსებობს მცოხნელების 6 ოჯახის (ირმულასებრნი, მუშკისებრნი, ირმისებრნი, რქახრახნილისებრნი, ჟირაფისებრნი, ძროხისებრნი) 180-მდე სახეობა. ველური მცოხნელები თითქმის ყველგან გვხვდებიან (ავსტრალია, მადაგასკარისა და ანტილის კუნძულების გარდა). უმეტესად ჯოგური, პოლიგამიური ცხოველებია. აქვთ დიდი სამეურნეო მნიშვნელობა (იყენებენ უმთავრესად ხორცსა და ტყავს).

სწრაფი ფაქტები მცოხნელები, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
Remove ads
Remove ads

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads