From Wikipedia, the free encyclopedia
„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ (რუს. Семнадцать мгновений весны) — 1973 წლის საბჭოთა რუსული მრავალსერიიანი ფილმი. გადაღებულია რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვას მიერ და დაფუძნებულია იულიან სემიონოვის ამავე სახელწოდების რომანზე. შედგება 12 სერიისგან.
გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება | |
---|---|
DVD გამოცემის გარეკანი. | |
ჟანრი | პოლიტიკური დეტექტივი, სამხედრო დრამა |
ეფუძნება |
„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ — იულიან სემიონოვი |
სცენარი | იულიან სემიონოვი |
რეჟისორი | ტატიანა ლიოზნოვა |
მონაწილეობენ |
|
კომპოზიტორ(ებ)ი | მიკაელ ტარივერდიევი |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
სეზონი | 1 |
ეპიზოდი | 12 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი | სსრკ-ის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტი |
ადგილ(ებ)ი | მოსკოვი, ბერლინი, რიგა, მაისენი, თბილისი (მე-12 ეპიზოდის ნაწილი) |
ოპერატორი | პეტრე კატაევი |
ხანგრძლივობა | 840 წთ. (საერთო) |
კომპანია | მაქსიმე გორკის სახელობის კინოსტუდია |
ორიგინალური არხი | ცენტრალური ტელევიზიის I პროგრამა |
ჩვენების ფორმატი | 4:3 |
აუდიო ფორმატი | მონო |
ეთერში | 11 აგვისტო, 1973 — 24 აგვისტო, 1973 |
სერიალის მთავარი პერსონაჟია საბჭოთა მზვერავი, პოლკოვნიკი ისაევი, იგივე ოტო ფონ შტირლიცი.
გადაღებულია შავ-თეთრ ფირზე ჩვეულებრივ ფორმატში. შედგება 12 ეპიზოდისგან. თითო მათგანის ხანგრძლივობა 65-70 წთ. ფილმში გამოყენებულია დოკუმენტური ქრონიკის დიდი რაოდენობა.
ეპიზოდი | ხანგრძლივობა 1973 წლის ორიგინალურ გამოშვებაში | ხანგრძლივობა 2009 წლის ფერად გამოშვებაში (დაახლ.)[К 1] |
დაკარგული მასალა, % |
---|---|---|---|
01 | 68:42 | 51:21 | ~25 % |
02 | 69:01 | 51:37 | ~26 % |
03 | 66:10 | 51:20 | ~22 % |
04 | 75:20 | 51:50 | ~32 % |
05 | 65:32 | 51:58 | ~21 % |
06 | 72:15 | 52:22 | ~27 % |
07 | 70:29 | 51:13 | ~27 % |
08 | 65:13 | 51:24 | ~21 % |
09 | 78:49 | 52:32 | ~33 % |
10 | 67:38 | 51:39 | ~24 % |
11 | 64:50 | 51:12 | ~21 % |
12 | 66:11 | 51:56 | ~22 % |
ფილმი პირველად ნაჩვენები იყო 1973 წლის 11–24 აგვისტოს, ცენტრალური ტელევიზიის პირველი პროგრამით. მაყურებლების რაოდენობა შეადგენდა 50-80 მილიონს.[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.