გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია From Wikipedia, the free encyclopedia
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 876 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 19 ოქტომბერს. ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, უშიშროების საბჭოს წინა 849 (1993), 854 (1993) და 858 (1993) რეზოლუციების დადასტურებით, საბჭომ დაადგინა, რომ სიტუაცია რეგიონში კვლავ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
გაეროს უს რეზოლუცია 876 | |
---|---|
1992-1993 წლების კონფლიქტის რუკა | |
თარიღი | 19 ოქტომბერი 1993 |
სხდომა № | 3295 |
კოდი | S/RES/876 (დოკუმენტი) |
თემა | აფხაზეთი, საქართველო |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
საბჭომ შეშფოთება გამოთქვა რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ეთნიკური წმენდის დარღვევისთვის, ასევე დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.[1] საბჭომ ასევე დაგმო აფხაზეთის მიერ 1993 წლის 27 ივლისის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევა და შემდგომი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით. ასევე დაგმო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მკვლელობა.
კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს მოეთხოვა თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისგან, ხოლო გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის რეკომენდაცია, საქართველოში ეთნიკური წმენდის გამოძიების მიზნით ფაქტების შემსწავლელი მისიის გაგზავნის თაობაზე, მიიღეს. საბჭომ დაადასტურა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ.[2]
საბჭო მიესალმა ჰუმანიტარულ დახმარებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოებისგან, ასევე მოუწოდა გაეროს წევრ სახელმწიფოებს ამ კუთხით დახმარების გაწევის თაობაზე და აგრეთვე ჰუმანიტარულ მუშაკთა შეუფერხებლად რეგიონში შესვლაზე. საბჭომ ამასთანავე, წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, არ მიეწოდებინათ აფხაზურ მხარის ნებისმიერი სახის დახმარება, გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა, კერძოდ, იარაღის მიწოდება.
876-ე რეზოლუციამ დადებითად შეაფასა გენერალური მდივნისა და მისი სპეციალური წარმომადგენლის, ეუთოსა და რუსეთის მთავრობის ძალისხმევა. რეზოლუცია მიესალმა გენერალური მდივნის შეთავაზებას, გაიცნოს გაეროს დამკვირვებელთა მისიის საქართველოში მუშაობის და კონფლიქტის მოგვარების შესახებ ანგარიში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.