გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია From Wikipedia, the free encyclopedia
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 858 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 24 აგვისტოს. გაეროს 849 (1993) და 854 (1993) რეზოლუციებზე დაყრდნობით, ასევე აფხაზეთისა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერისა და ძალების გაყვანის ვალდებულების აღების შემდეგ, საბჭომ ჩამოაყალიბა საქართველოში დამკვირვებელთა მისია 90 დღის ვადით, შემდგომ ვადის გაგრძელებით.[1]
გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის მოხსენების თანახმად, სამშვიდობო ძალები 88 სამხედრო დამკვირვებლისგან დაკომპლექტდება და პლიუს დამკვირვებელთა მისიისთვის საჭირო პერსონალი. მისია დააკვირდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმს და მოახსენებს არსებულ სიტუაციას გენერალურ მდივანს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ქალაქ სოხუმს, შესაძლო დარღვევების აღმოფხვრის მიზნით.
გაეროს დამკვირვებელთა მისია საწყის ეტაპზე ჩამოყალიბდა 90 დღის ვადით, რომელიც შესაძლებელია ექვს თვემდე გაგრძელდება, იმის მიხედვით, თუ რამდენად მიღწეული იქნება პროგრესი სამშვიდობო ზომების განხორციელებაში. იმავდროულად, გენერალური მდივანს დაევალა რეგიონში მოვლენების მოხსენება სამი თვის განმავლობაში. საბჭომ მიესალმა ქართული/აფხაზური/რუსული შერეული შენაერთების შუალედური მონიტორინგის ჯგუფების შემოთავაზებას და მოუწოდა კონფლიქტის ყველა მხარეს სრულფასოვანი პოლიტიკური მოგვარების მიზნით მოლაპარაკებების გაგრძელებას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.