გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია From Wikipedia, the free encyclopedia
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 822 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 30 აპრილს. საბჭომ შეშფოთება გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაუარესების და შემდგომში რეგიონში შეიარაღებული საომარი მოქმედებებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის ესკალაციის გამო. საბჭომ მოითხოვა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტა და სომხეთის საოკუპაციო ძალების გაყვანა მთიანი ყარაბაღის მახლობლად მდებარე ქალბაჯარის რაიონიდან, აზერბაიჯანიის ტერიტორიიდან.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 822 | |
---|---|
ქალბაჯარის რაიონი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა | |
თარიღი | 30 აპრილი 1993 |
სხდომა № | 3205 |
კოდი | S/RES/822 (დოკუმენტი) |
თემა | სომხეთი-აზერბაიჯანი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
საბჭომ მოუწოდა მხარეებს განეახლებინათ მოლაპარაკებები ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო პროცესის ფარგლებში, ასევე თავი შეეკავებინათ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც ხელს უშლიდა პროცესს. კონფლიქტში სომხეთის ჩართულობის აღიარების მიუხედავად, რეზოლუციაში პირდაპირ არ ჩაწერილა სომხეთის აგრესია.[2]
რეზოლუცია მხარეებს მოუწოდებდა, ხელი არ შეეშალათ რეგიონში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების გააქტიურებაში, აგრეთვე შეახსენა მათ საკუთარი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. ბოლოს, საბჭომ თხოვნით მიმართა გენერალურ მდივანს, ეუთოს თავმჯდომარეს, აგრეთვე მინსკის ჯგუფის თავმჯდომარეს, რომ მათ შეეფასებინათ რეგიონში არსებული სიტუაცია და შეეტყობინებინათ იგი უშიშროების საბჭოსათვის.
ორივე მხარე მიესალმა რეზოლუციის მიღებას.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.