მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხი რეზოლუცია მიიღო. ეს რეზოლუციები არ ეყრდნობოდნენ გაეროს ქარტიის VII-ე თავს.
№ | მიზანი | თარიღი |
---|---|---|
822 | მოუწოდებს საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ და 1993 წლის 3 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ქალბაჯარის ოკუპაციის შემდეგ, ამ და სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის მიერ ჯარის გამოყვანას. | 30 აპრილი 1993 |
853 | მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, აგრეთვე მოითხოვს სომხეთის ჯარების გაყვანას აღდამისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს 822-ე რეზოლუციას. | 29 ივლისი 1993 |
874 | მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას, საომარი მოქმედებების შეჩერებას და ბოლო დროს ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან: ფუზულიდან (1993 წლის 23 აგვისტო), ჯაბრაილიდან (1993 წლის 26 აგვისტო), გუბადლიდან (1993 წლის 31 სექტემბერი) სომხური ჯარების გაყვანას, საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს 822-ე და 853-ე რეზოლუციებს. | 14 ოქტომბერი 1993 |
884 | საბჭო გმობს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ბოლოდროინდელ დარღვევებს, რის შედეგადაც საომარი მოქმედებები განახლდა; მოუწოდებს სომხეთის მთავრობას გამოიყენოს თავისი გავლენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხების მიერ 822, 853 და 874 რეზოლუციების დაცვას. მხარეებს მოეთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩერონ შეიარაღებული საომარი მოქმედებები; ასევე სომხეთს მოუწოდეს გაიყვანოს თავისი ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, კერძოდ ზანგილანიდან, და კიდევ ერთხელ დაადასტურეს გაეროს 822-ე, 853-ე, 874-ე რეზოლუციები. | 12 ნოემბერი 1993 |
რესურსები ინტერნეტში
იხილეთ აგრეთვე
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.