From Wikipedia, the free encyclopedia
ფარნავაზ II — ქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წწ-ში. ძვ. წ. 36 წელს მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა. კრასუსმა, დიონ კასიოსის ცნობით, დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.
ფარნავაზ II | |
---|---|
ბრატმანი, ბარტომი, ბრაცმანი | |
იბერიის მეფე | |
მმართ. წლები: |
ძვ. წ. 66–33[1] ძვ. წ. 107–74[2] ძვ. წ. 64–32[3] ძვ. წ. 63–30[4] |
წინამორბედი: | არტაგი |
მემკვიდრე: | მირიან II |
შვილები: |
|
დინასტია: | ფარნავაზიანი |
მამა: | არტაგი |
რელიგია: | ქართული წარმართობა |
არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ. სერგი გორგაძე] და პავლე ინგოროყვა ფიქრობდნენ, რომ დიონ კასიოსის „რომის ისტორიაში“ ნახსენები ფარნავაზ მეფე არის იგივე ბრატმანი/ბარტომი. ბრატმანი/ბარტომი ლეონტი მროველის თზულებაში მოხსენიებულია იბერიის მე-7, ხოლო „მოქცევაი ქართლისაიში“ მე-8 მეფედ. მას მიეწერება მცხეთის გალავნის და ქართლის ციხესიმაგრეთა გამაგრება.[5] ინგოროყვა წერს, რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბარაცმან-ავაზ, იგივე ფარსმან-ავაზ. მისი აზრით, ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია, რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან-ავაზ (ბრაცმან-ავაზ), ისე ფარნავაზ. გ. მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ.[6]
გუბაზ და ლევან სანიკიძეების მიხედვით, არტაგის ძეა. მან „უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა“.[7]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.