მირიან II

From Wikipedia, the free encyclopedia

Remove ads

მირიან II, მირვან II, მირეანიქართლის (იბერიის) მეფე; ფარნავაზიანთა დინასტიის მეოთხე მეფის ფარნაჯომის ძე. მეფობდა ძვ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, მირიან II აღიზარდა სპარსეთში, სადაც გახიზნეს მამამისის მოკვლის შემდეგ (ერთი წლისა); შემდეგ მირიანი სპარსელთა ლაშქრით ქართლს შემოესია, დაამარცხა ქართლის მეფე ბარტომი, დაეუფლა ტახტს და ცოტა ხანს იმეფა; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს მიხედვით, მირვანი იწყებს მცხეთაში ქალაქის მშენებლობას. ქართულ ისტორიოგრაფიაში მირვანის მოღვაწეობა ძვ. წ. II საუკუნით თარიღდება, თუმცა არსებობს ისეთი მოსაზრებაც (ს. გორგაძე), რომ იგი ძვ. წ. I საუკუნეში მეფობდა.[5][6]

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
სწრაფი ფაქტები იბერიის მეფე, მმართ. წლები: ...
Remove ads
Remove ads

სქოლიო

Loading content...
Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Remove ads