ბრანდბერგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრანდბერგი (გერმ. Brandberg — ცეცხლოვანი მთა) — ნამიბიაში მდებარე ინზელბერგი, ნამიბის უდაბნოს კიდეზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2573 მეტრ სიმაღლეზე[1].
სწრაფი ფაქტები ბრანდბერგი ...
ბრანდბერგი | |
---|---|
ბრანდბერგის მთა | |
კოორდინატები: 21°08′58″ ს. გ. 14°34′39″ ა. გ. | |
ქვეყანა | ნამიბია |
სიმაღლე | 2573 მ |
დახურვა
1920 წელს ორმა გერმანელმა ტოპოგრაფმა რ. მააკმა და გ. შულცმა გარემოს გადაღების სამუშაოების დროს აღმოაჩინეს, რომ მთის კედლები დაფარული იყო პეტროგლიფებით. მათზე გამოსახული იყო შუბებით და მშვილდებით მორბენალი ადამიანების და ანტილოპების ფიგურები. მათ ასევე, იპოვეს „თეთრი მანდილოსანის“ გამოსახულება. ნახატების თავდაპირველი შეფასებით, მისი ასაკი დაახლოებით, — 3500 წელს შეადგენს.