From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაიან ჰაროლდ მეი (ინგლ. Brian Harold May; დ. 19 ივლისი, 1947) — ინგლისელი მუსიკოსი და ასტროფიზიკოსი, ცნობილი როგორც ჯგუფ „Queen-ის“ გიტარისტი. ბრაიანი იყენებს გიტარა „Red Special“-ს, რომელიც მამამისის დახმარებით დაამზადა. ბრაიანმა შექმნა სიმღერები „Now I'm Here“, „'39“, „Tie Your Mother Down“, „We Will Rock You“, „Who Wants to Live Forever“, „Hammer to Fall“, „Save Me“, „Fat Bottomed Girls“, „I Want It All“, და „Too Much Love Will Kill You“.
ბრაიან მეი | |
---|---|
ბრაიან მეი 2022 წელს. | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ბრაიან ჰაროლდ მეი |
დაბ. თარიღი | 19 ივლისი, 1947 , ლონდონი, ინგლისი |
დაბ. ადგილი | Hampton[1] [2] [3] |
ჟანრ(ებ)ი | როკ-მუსიკა |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ასტროფიზიკოსი, მწერალი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, ბანჯო, ბას გიტარა, კლავიშებიანი საკრავები, ფორტეპიანო, ვოკალი, არფა |
აქტიური | 1963–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Hollywood, Parlophone |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Red Special | |
საიტი | brianmay.com |
ბრაიან მეი ვიკისაწყობში |
ბრაიანმა დაიკავა 39-ე ადგილი ჟურნალ როლინგ სტოუნის რეიტინგში „ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტი“.[4]
ბრაიან მეი დაიბადა ლონდონში, 1947 წლის 19 ივლისს, ჰაროლდ და რუთ მეის ოჯახში. ბრაიანმა 7 წლის ასაკში მამის ხელმძღვანელობით დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა და ამასთან, ფორტეპიანოზე დაკვრაშიც მეცადინეობდა. ბრაიანმა ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1964 წელს, ჩამოაყალიბა ჯგუფი „1984“. ამ დროისთვის მან, მამამისის დახმარებით, შეძლო დაემზადებინა საკუთარი გიტარა "Red Special" რასაც 2 წელი მოანდომა. ბრაიანმა გიტარის მასალად ტროპიკული ხის, მაჰაგონის ("წითელი ხე") ჯიშის ძალიან ძველი ნაჭერი შეარჩია. 1966 წელს მან სკოლა დაამთავრა ათი "O" და ოთხი "A" ქულით ("A" ითვლება შეფასების უმაღლეს ხარისხად, "O" - ჩვეულებრივ დონედ და ა.შ.) და 1967 წლიდან სწავლა განაგრძო უმაღლეს სასწავლებელში - "იმპერიულ კოლეჯში". "იმპერიულ კოლეჯში" ბრაიანთან ერთად სწავლობდა ტიმ სტაფელი, რომელიც ბრაიანთან ერათად უკრავდა ჯგუფ 1984-ში (რომელიც დაიშალა და მისგან მხოლოდ ბრაიან მეი და ტიმ სტაფელი დარჩნენ). ბრაიანმა და ტიმმა "იმპერიულ კოლეჯში" ჩამოაყალიბეს ახალი ჯგუფი Smile (ღიმილი). მათ დასარტყამ ინსტრუმენტზე შემსრულებლად აიყვანეს როჯერ ტეილორი. მალე შეუერთდათ ფრედი მერკური, რომელმაც ჯგუფს სახელი შეუცვალა და დაარქვა Queen.
2023 წლის 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ ბრაიან მეი რაინდად აკურთხა ბუკინგემის სასახლეში.[5]
ბრაიანმა, მამამისის დახმარებით დაამზადა საკუთარი გიტარა - Red Special, რასაც 2 წელი მოანდომა. ეს არ იყო ჩვეულებრივი გიტარა. ბრაიანს, გიტარაზე მუშაობის პროცესში, ბევრი სხვადასხვა კონსტრუქციის მოსინჯვა მოუხდა. გიტარის მასალად ტროპიკული ხის - მაჰაგონის ("წითელი ხე") ჯიშის ძალიან ძველი ნაჭერი შეარჩია. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საგანგებო ექოპლექსი გააკეთა. თუ სტანდარტული მარყუჟის შენელება მაქსიმუმ 30 წამია, ბრაიანმა შესძლო სამჯერ გაეხანგრძლივებინა იგი. ამას თან ერთვოდა თავად მუსიკოსის კარგი ტექნიკა და დაკვრის თავისებურებული სტილი. უნდა აღინიშნოს, რომ ბრაიან მეი დაკვრისას იყენებს ექვსპენსიან მონეტას. თავისი გიტარით იგი გამოსცემს ვიოლინოს, სინთეზატორის, საყვირისა და სხვა ინსტრუმენტების ხმებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.