ბოლონია
From Wikipedia, the free encyclopedia
ბოლონია (იტალ. Bologna, ემილ. Bulåggna, ლათ. Bononia) — ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, ემილია-რომანიის რეგიონის უდიდესი ქალაქი და ბოლონიის პროვინციის დედაქალაქი. იტალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით მე-7, მდებარეობს 1-მილიონიანი მეტროპოლიური სივრცის ცენტრში. ქალაქში ცხოვრობს დაახლოებით 384 038 მოქალაქე (2012). არის სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო გზების კვანძი.
ბოლონია Bologna | |||||
ბოლონიის პანორამა | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
---|---|---|---|---|---|
რეგიონი | ემილია-რომანიაემილია-რომანია | ||||
შიდა დაყოფა | Borgo Panigale და San Vitale | ||||
კოორდინატები | 44°30′27″ ჩ. გ. 11°21′05″ ა. გ. | ||||
მმართველი | Matteo Lepore | ||||
ადრეული სახელები | ველზნა/ფელსინა, ბონა, ბონონია | ||||
ფართობი | 140.7 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 54 მ | ||||
მოსახლეობა | 384,038 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 2,700 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 | ||||
სატელეფონო კოდი | +39051 | ||||
საფოსტო ინდექსი | 40100 | ||||
საავტომობილო კოდი | BO | ||||
ოფიციალური საიტი | comune.bologna.it | ||||
ბოლონია მნიშვნელოვანი კულტურული და შემოქმედებითი ცენტრია, მისი ღირსშესანიშნაობრივი მნიშვნელობა შეიძლება მიწერილ იქნას როგორც მონუმენტების და არქიტექტურული ნაგებობების (შუა საუკუნეების კოშკების, ანტიკური შენობების, ეკლესიების) ჰომოგენურ ნაზავს, ასევე ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც პირველი კლასის არქიტექტურული და ხელოვნებითი ისტორიის დამსახურებაა. ბოლონია მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზაჯვარედინია ჩრდილოეთ იტალიის გზების და სარკინიგზო ხაზებისთვის, ბოლონიაში ასევე მრავალი მექანიკური, ელექტრონული და კვების ინდუსტრიის სათავო ოფისია. ყველაზე ბოლო 2009 წლის ევროპის რეგიონული ეკონომიკის ზრდის ინდექსის (E-REGI) მიხედვით, ბოლონია იტალიაში პირველი და ევროპაში 47-ე ქალაქია მისი ეკონომიკური ზრდის ინდექსის მიხედვით[1].
ბოლონია პრესტიჟული კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების სამშობლოა, ისევე, როგორც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სავაჭრო გამოფენების რაიონი. 2000 წელს იგი ევროპის კულტურულ დედაქალაქად იქნა არჩეული[2], ხოლო 2006 წელს UNESCO-ს მიერ „მუსიკის ქალაქად“. 2010 წელს შანხაიში გასამართ მსოფლიო გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ბოლონია მსოფლიოს სხვა 45 ქალაქთან ერთად იქნა შერჩეული. ბოლონია ასევე იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით სიცოცხლის ხარისხნის მიხედვით ხშირად ხვდება მოწინავე ადგილებზე: 2011 წელს იტალიის 107 ქალაქიდან ამ მაჩვენებლით იგი პირველ ადგილზე გავიდა[3].