იტალიის რეგიონი From Wikipedia, the free encyclopedia
ემილია-რომანია (იტალ. Emilia Romagna) — რეგიონი ცენტრალური იტალიის ჩრდილოეთში, მოიცავს მდინარე პოს ხეობას და შედგება ორი ისტორიული რეგიონის — ემილიასა და რომანიასაგან. დედაქალაქია ბოლონია. მთლიანი ფართობი 22 446 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით დაახლოებით 4,4 მლნ ადამიანია.
რეგიონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ემილია-რომანია Emilia-Romagna | |||||
| |||||
ქვეყანა | იტალია | ||||
ადმ. ცენტრი | ბოლონია | ||||
შიდა დაყოფა | ბოლონიის პროვინცია, ფერარის პროვინცია, ფორლი-ჩეზენის პროვინცია, მოდენის პროვინცია, პარმის პროვინცია, პიაჩენცის პროვინცია, რავენის პროვინცია, რეჯო-ემილიის პროვინცია, რიმინის პროვინცია და Metropolitan City of Bologna | ||||
კოორდინატები | 44°45′00″ ჩ. გ. 11°00′00″ ა. გ. | ||||
მმართველი | Stefano Bonaccini | ||||
ფართობი | 22 446 კმ² | ||||
მოსახლეობა | 4,429,766 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 197,4 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
ოფიციალური საიტი | regione.emilia-romagna.it | ||||
დღეისათვის, ემილია-რომანია ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და განვითარებულ რეგიონად მიიჩნევა, აქ ფიქსირდება მშპ-ის მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე იტალიის რეგიონებს შორის. დედაქალაქი ბოლონია, იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ცხოვრების დონით გამოირჩევა[1] და გააჩნია მოწინავე და თანამედროვე სოციალური მომსახურებები. ემილია-რომანია ასევე წარმოადგენს იტალიის უმთავრეს კულტურულ და ტურისტულ ცენტრს, აქ მდებარეობს დასავლური სამყაროს უძველესი უნივერსიტეტი[2] და მრავალი რენესანსული ქალაქი (მოდენა, პარმა, ფერარა), ასევე კვებისა და საავტომობილო წარმოებების მთავარი ცენტრები (Ferrari, Lamborghini, Maserati და Ducati). ფლობს სიცოცხლით სავსე და მრავალფეროვან სანაპირო ზოლს ადრიატიკის ზღვაზე, მრავალრიცხოვანი ტურისტული კურორტებით, რომელთა შორისაცაა რიმინი და რიჩონე.
რეგიონში იწარმოება ხილი, ღვინო, შაქრის ჭარხალი, პოს ხეობაში არის ნავთობის და გაზის რესურსები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.