From Wikipedia, the free encyclopedia
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი (აზერ. Bibiheybət məscidi) — შიიტური მეჩეთი ბაქოში, მდებარეობს ბაქოს ყურეს სანაპიროზე, აზერბაიჯანში. თავდაპირველად აგებულია XIII ს-ში შირვანშაჰ აბუ-ლ-ფათხ ფარუხზადის მიერ[1], რომელმაც იარსება 1936 წლამდე ვიდრე ბოლშევიკები დაანგრევდნენ. ამჟამინდელი შენობა, განახლებული მეჩეთი, აგებულია 1990-იან წლებში.
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი | |
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი, 2008 | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | ისლამი |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
პროვინცია | ბაქო |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | მეჩეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | მაჰმუდ იბნ საადი |
ხუროთმოძღვრული სტილი | შირვანის არქიტექტურული სკოლა |
ფასადის მიმართულება | სამხრეთი (მექა) |
თარიღდება | 1281-1282, ხელმეორედ 1997 |
დეტალები | |
გუმბათი | 3 |
მინარეთი | 2 |
ბიბი-ჰეიბათის კომპლექსი, რომელშიც მეჩეთის გარდა განსასვენებელები და საფლავები შედიან (მათ შორის უკეიმი ხანუმის საფლავი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავალი), როგორც განადგურებამდე, ისე ამჟამადაც წარმოადგენს აღმოსავლეთის მუსლიმების სასულიერო ცენტრს და აზერბაიჯანის ისლამური ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ღისშესანიშნავ ძეგლს. მეჩეთი თავის დროზე მოინახულეს აბბასკული-აღა ბაკიხანოვმა, ალექსანდრე დიუმამ და ხურშიდბანუ ნატავანმა.
ადგილობრივები ძველად „ფატიმას მეჩეთს“ ეძახდნენ. ამავე სახელით აღწერს ალექსანდრე დიუმა მეჩეთს, რომელიც მე-19 საუკუნის 40-იან წლებში მოინახულა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.