![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/1a/Vue_de_batam2.jpg/640px-Vue_de_batam2.jpg&w=640&q=50)
ბატამი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბატამი ― რიაუს კუნძულების პროვინციის უდიდესი ქალაქი ინდონეზიაში. ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორია მოიცავს მთავარ კუნძულებს: ბატამს, რემპანგსა და გალანგს, რომელთაც ერთად მოიხსენიებენ როგორც ბარელანგს, ისევე როგორც დასავლეთით მდებარე კუნძულ ბულანგსა და სხვა პატარა კუნძულებს. კუნძული ბატამი ურბანული ბირთვი და სამრეწველო ზონაა, ხოლო რემპანგის და გალანგი სასოფლო-სამეურნეო ხასიათისაა და მოსახლეობის დაბალი სიმჭიდროვით გამოირჩევა. ისინი კუნძულ ბატამთან პატარა ხიდებითაა დაკავშირებული. კუნძული ბულანგი და მის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულები ბელაკანგ-პადანგის რაიონს წარმოქმნიან და კუნძულ ბატამის დასავლეთით მდებარეობენ, თუმცა ადმინისტრაციულად ქალაქის შემადგენლობაში შედიან. ბატამი სამრეწველო ბუმის ქალაქია, ნელ-ნელა იზრდება მისი სატრანსპორტო კერის ფუნქცია და ინდონეზია-მალაიზია-სინგაპურის ზრდის სამკუთხედის თავისუფალი სავაჭრო ზონის ნაწილი და ინდონეზია-მალაიზია-ტაილანდის ზრდის სამკუთხედის ნაწილია,[3][4][5]
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
ბატამი | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
შიდა დაყოფა | Belakang Padang[1] , Sekupang[1] , Bulang[1] , Sei Beduk[1] , Batam Kota[1] , Sagulung[1] , Batu Aji[1] , Nongsa[1] , Lubuk Baja[1] , Batu Ampar[1] , Galang[1] და Bengkong[1] | ||
კოორდინატები | 1°07′48″ ჩ. გ. 104°03′11″ ა. გ. | ||
დაარსდა | 18 დეკემბერი, 1829 | ||
ფართობი | 1595 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 38 მეტრი | ||
მოსახლეობა | 1 196 396 (2020)[2] | ||
სასაათო სარტყელი | Indonesia Western Standard Time | ||
საფოსტო ინდექსი | 29453 | ||
ოფიციალური საიტი | https://www.batam.go.id/ და https://bpbatam.go.id/ | ||
ინდონეზიის სტატისტიკის ცენტრალური სააგენტოს 2020 წლის აღწერის მიხედვით, ბატამის მოსახლეობა 1 196 396 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, იგი მესამე ადგილზეა სუმარტის რეგიონში, მედანისა და პალემბანგის შემდეგ.[6] 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 1 269 413 ადამიანია. 2010 წლის აღწერისას ბატამი ინდონეზიის ყველაზე სწრაფად მზარდი მუნიციპალიტეტი იყო.[7]