პალემბანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
პალემბანგი (ჯავი: ڤليمبڠ) — ინდონეზიის პროვინციის, სამხრეთ სუმატრის დედაქალაქი. ქალაქის ძირითადი ნაწილი 352.51 კმ²-ია. მდებარეობს მდინარე მუსის ორივე ნაპირზე, სამხრეთ სუმატრის აღმოსავლეთ დაბლობებზე. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 1 668 848 ადამიანს შეადგენს.[4] მოსახლეობის მიხედვით, პალემბანგი მეორე ადგილზეა სუმატრის ქალაქებს შორის, მედანის შემდეგ, ხოლო მე-12 ადგილზეა ინდონეზიის ქალაქებს შორის.
დასახლებული პუნქტი | |||||
---|---|---|---|---|---|
პალემბანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Alang-Alang Lebar[2] , Bukit Kecil[2] , Gandus[2] , Ilir Barat II[2] , Ilir Timur I[2] , Ilir Timur II[2] , Ilir Timur Tiga[2] , Jakabaring[2] , Kalidoni[2] , Kemuning[2] , Kertapati[2] , Plaju[2] , Sako[2] , Seberang Ulu I[2] , Seberang Ulu II[2] , Sematang Borang[2] , Sukarami[2] და Ilir Barat I[2] | ||||
კოორდინატები | 2°59′00″ ს. გ. 104°45′52″ ა. გ. | ||||
მმართველი | Harnojoyo[3] | ||||
დაარსდა | 16 ივნისი, 683 | ||||
ფართობი | 374030000 კვადრატული მეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 8 მეტრი, 4 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1 535 952 (2010) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
საფოსტო ინდექსი | 0711 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.palembang.go.id | ||||
2022 წლის მონაცემებით, პალემბანგის მეტროპოლიტენური ტერიტორიის მოსახლეობა 2.7 მილიონ ადამიანს აღემატება.[5] მეტროპოლიტენური ტერიტორია ქალაქის ირგვლივ მდებარე სარეგენტოების ნაწილსაც მოიცავს, მათ შორის: ბანიუასინი, ოგან-ილირი და ოგან-კომერინგ-ილირი.
პალემბანგი ბუდისტური სამეფოს, შრივიჯაიის, დედაქალაქი იყო. სამეფო დასავლეთ ინდონეზიის არქიპელაგის დიდ ნაწილს მართავდა და ბევრ საზღვაო სავაჭრო მარშრუტს აკონტროლებდა, მათ შორის, მალაკის სრუტესაც.[6]
პალემბანგის სასულთნოს გაუქმების შემდეგ, 1825 წელს, პალემბანგი ნიდერლანდების ოსტ-ინდოეთის შემადგენლობაში შევიდა.[7] ქალაქის სტატუსი 1906 წლის 1-ელ აპრილს მიენიჭა.[8]
2011 წელს პალემბანგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თამაშების მასპინძელი ქალაქი იყო, ხოლო 2018 წელს აზიური თამაშებს ჯაკარტასთან ერთად მასპინძლობდა.[9][10][11] ინდონეზიაში პირველი მეტროტრამი პალემბანგში გაიხსნა 2018 წლის ივლისში.[12]
2017 წელს ქალაქს 2 011 417 ტურისტი ეწვია, რომელთა შორის 9 850 უცხოელი ტურისტი იყო.[13] ქალაქის მთავარ პრობლემებს შორისაა: საცობები, წყალდიდობები, გადაჭედილი ქუჩები და დაბინძურება.[14][15][16][17]