სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთი From Wikipedia, the free encyclopedia
ბაირამფაშა (თურქ. Bayrampaşa) — სტამბოლის 39 რაიონიდან ერთ-ერთია. მდებარეობს ქალაქის ევროპულ მხარეს, ესაზღვრება გაზიოსმანფაშას ჩრდილოეთში, ეიუფს აღმოსავლეთში, ფათიჰს სამხრეთში, ხოლო დავასლეთით ესენლერი აკრავს. 1970 წელს ბაირამფაშის მოსახლეობამ, სტამბოლის მთლიანი მოსახლეობის 4,11% შეადგინა, ხოლო 2000 წელს ეს რიცხვი 2,44% შეადგინა. ბაირამფაშის რაიონი, მოსახლეობის სიმჭიდროვის თვალსაზრისით, წლების განმავლობაში იზრდება. ბაირამფაშა, სტამბოლის ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული რაიონია.
რაიონი | |
---|---|
ბაირამფაშა თურქ. Bayrampaşa | |
ქვეყანა | თურქეთი |
რეგიონი | მარმარილოს ზღვის |
მუნიციპალიტეტი | სტამბოლი |
კოორდინატები | 41°02′53″ ჩ. გ. 28°54′01″ ა. გ. |
მერი | ატილა აიდინერი |
ფართობი | 954 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 17 მეტრი |
სიმჭიდროვე | 39,000 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 212 |
საავტომობილო კოდი | 34 |
ოფიციალური საიტი | http://www.bayrampasa.gov.tr/ |
1927 წელს, ბულგარეთის ქალაქ პლოვდივიდან ჩამოსახლდნენ აქ პირველი მიგრანტები, რომლებსაც მისცეს უფლება სოფლის მეურნეობით დაკავდნენ ამ ტერიტორიაზე.
1927 წლის ბულგარელ და იუგოსლავიელ მიგრანტებს 1955 წელს, სტამბოლის ორი ძირითადი გამზირის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ, როდესაც მათი სახლებს არემონტებდნენ. ამით ამ რაიონის მოსახლეობა გაიზარდა. გარდა ამისა, 1950 წლიდან ქარხნების აშენებამ, რაიონი ინდუსტრიულ ზონად აქცია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.