From Wikipedia, the free encyclopedia
ბაზ ოლდრინი (ინგლ. Buzz Aldrin;) დაბადებით ედვინ იუჯინ ოლდრინ-უმცროსი (ინგლ. Edwin Eugene Aldrin, Jr.; დ. 20 იანვარი 1930, გლენ-რიჯი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი ავია-ინჟინერი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი და ნასა-ს ასტრონავტი. კორეის ომის მონაწილე.
1951 წელს დაამთავრა აშშ-ის სამხედრო აკადემია. 1959 წელს შევიდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1963 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია კოსმოსური ხომალდების შეპირაპირების საკითხზე და მიიღეს აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს კოსმონავტთა რაზმში. პირველი ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში საფრენად მზადების მსვლელობაში წყალში ჩაყვინთა კოსმოსური სკაფანდრით. 1966 წლის 11-15 ნოემბერს ჯ. ლოველთან ერთად იფრინა კოსმოსში ხომალდ ჯემინი 12-ით, გამოვიდა ღია კოსმოსში და დაჰყო 2 საათი და 10 წუთი. შემდგომში მონაწილეობდა ჯემინისა და აპოლოს ორბიტაზე დაახლოების ტექნიკის დამუშავებაში. 1969 წლის 16-25 ივლისს ნ. არმსტრონგსა და მ. კოლინზთან ერთად შეასრულა პირველი გაფრენა მთვარეზე. იყო ხომალდ აპოლო 11-ის მთავარი კაბინის პილოტი. 1969 წლის 20 ივლისს ხომალდი დაეშვა მთვარეზე სიმშვიდის ზღვის რაიონში; 21 ივლისს ბ. ოლდრინი გამოვიდა კაბინიდან (1.5 სთ). სულ მთვარეზე დაჰყო 21 საათი და 36 წუთი.
მის სახელს ატარებს მთავრის წინა მხარის კრატერი — ოლდრინი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.