From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი საფრანგეთი (ფრანგ. Nouvelle-France) — საფრანგეთის მიერ კოლონიზირებული ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში. ტერიტორიის საფრანგეთის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი დაიწყო 1534 წელს ჟაკ კარტიეს მიერ წმინდა ლავრენტის მდინარის გამოკვლევით და დასრულდა ახალი საფრანგეთის ესპანეთისა და ბრიტანეთისთვის გადაცემით.
ფრანგული კოლონიური მმართველობის ზომამ ჩრდილოეთ ამერიკაში პიკს 1712 წელს (უტრეხტის ზავის გაფორმებამდე) მიაღწია. ამ პერიოდში ახალი საფრანგეთი გადაჭიმული იყო ნიუფაუნდლენდიდან კლდოვან მთებამდე და ჰუდსონის ყურიდან მექსიკის ყურემდე. ტერიტორია იყო გაყოფილი ხუთ კოლონიად: კანადა, აქადია, ჰუდსონის ყურე, ნიუფაუნდლენდი და ლუიზიანა, ყოველ მათგანს საკუთარი მმართველობა ჰყავდა.[1]
1713 წლის გაფორმებული უტრეხტის ზავით, რომელითაც დასრულდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, საფრანგეთმა უარი განაცხადა საკუთარ უფლებებზე კონტინენტური აქადიის, ჰუდზონის ყურისა და ნიუფაუნდლენდის კოლონიებზე და ისინი დიდ ბრიტანეთასა და ესპანეთს გადასცა. საფრანგეთს ძველი ტერიტორიიდან მხოლოდ ბრეტონის კუნძული დარჩა.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.