აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია (აფხ. Апсны аекономика арeиара апартиа, რუს. Партия Экономического развития Абхазии (ЭРА)) — ოპოზიციური სეპარატისტული პარტია აფხაზეთში. დაარსდა 2007 წელს. პარტიის თავმჯდომარეა ბიზნესმენი, ბიზნეს–კლუბ "სოხუმი"–ს ხელმძღვანელი და აფხაზეთის სეპარატისტული პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ბესლან ბუტბა. პარტიას აქვს 6 რეგიონული და ერთი ცენტრალური განყოფილება ქ. სოხუმში.
აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია დაარსდა 2007 წლის 26 სექტემბერს მისი პირველი კონგრესის მიმდინარეობის დროს. 25 დეკემბერს მოაწყო სადისკუსიო მრგვალი მაგიდა აფხაზეთში დემოგრაფიული სიტუაციის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთის ბევრმა სხვა სეპარატისტულმა პარტიამ მიიღო.[1] 2008 წლის 30 იანვარს პარტიამ ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას აფხაზეთის სახალხო პარტიასთან, ერთ–ერთ უძველეს სეპარატისტულ პარტიასთან აფხაზეთში.[2] პარტიამ დააფინანსა ბიბლიოთეკა ჭლოუში (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი), მწერალ ბაგრატ შინქუბას მშობლიურ სოფელში, რომელიც ხელახლა გაიხსნა 26 აპრილს.[3] 2008 წლის 28 ნოემბერს ჩატარდა პარტიის მეორე კონგრესი, რომელსაც დაახლოებით 400 დელეგატი დაესწრო. კონგრესის მსვლელობის დროს ბესლან ბუტბამ დაგმო კორუპცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა აფხაზეთის მთავრობაში. [4] 2009 წლის 23 იანვარს პარტიამ მოაწყო სადისკუსიო მრგვალი მაგიდა 2009 წელს დაგეგმილ ე. წ. საპრექიდენტო არჩევნების თემაზე; მრგვალ მაგიდაში სხვა მრავალი პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.[5] 2009 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდა პარტიის მეოთხე კონგრესი, რომლის დროსაც ბუტბა დასახელდა პრეზიდენტობის, ხოლო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალმასბეი კჩაჩი – ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატად.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.