აფშერონის რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
აფშერონის (ეკონომიკური) რეგიონი (აზერ. Abşeron iqtisadi rayonu) — აზერბაიჯანის ეკონომიკური რაიონებიდან ერთ-ერთი. რეგიონში შედის აფშერონის და ხიზის რაიონები, ასევე ქალაქი ბაქო და სუმგაითი.
ფართობი (ბაქოსთან ერთად) 5870 კმ², რაც აზერბაიჯანის მთლიანი ფართობის 7% შეადგენს, ხოლო ბაქოს გარეშე — 3730 კმ²-ია. მოსახლეობა (ბაქოს გარეშე) — 551,8 ათასი კაცია (2015 წლის მიხედვით),[1] ხოლო ბაქოსთან ერთად — 2756 ათასი კაცია.