From Wikipedia, the free encyclopedia
ხიზის რაიონი (აზერ. Xızı) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი, რომელიც ყველაზე ნაკლებად დასახლებული მხარეა. მისი დედაქალაქია ქალაქი ხიზი. ეს არის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც 1990 წელს დაარსდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით.[1] რაიონში არის შესანიშნავი პეიზაჟები. კასპიის ნაპირზე არის შურაბადის დაბლობი, გარშემო მოშენებულია პირუტყვი და ქათმები[2]. ქალაქ ხიზის დასავლეთით დაახლოებით 10 კილომეტრში, ალთიაღაჯის გარშემო არის ტყის ბორცვები, ამ ტერიტორიას ალთიაღაჯის ეროვნული პარკს უწოდებენ. ეროვნული პარკში არიან იშვიათი ცხოველები, მათ შორის აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი და თხა ანტილოპა, რომელიც მხოლოდ კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება.[3]
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
ხიზის რაიონი აზერ. Xızı rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | ხიზი | |
კოორდინატები | 40°53′00″ ჩ. გ. 49°05′00″ ა. გ. | |
მმართველი | Khazar Aslanov | |
დაარსდა | 30 აგვისტო, 1930 და 24 აპრილი, 1990 | |
ფართობი | 1850 კმ² | |
მოსახლეობა | 17 075 (2020) | |
სატელეფონო კოდი | 199 | |
საავტომობილო კოდი | 29 | |
ოფიციალური საიტი | http://www.khizi-ih.gov.az/az | |
| ||
რაიონის დაარსების თარიღია - 24.04.1990, ტერიტორიის ფართობი 1,850 კმ²-ს შეადგენს, მოსახლეობა - 14 300 ადამიანია (2007 წლის 1 იანვარის მონაცემებით), ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე - 1 კმ² - ზე 8 ადამიანია (2007 წლის 1 იანვარის მონაცემებით). ხიზი, რაიონის ცენტრი, ბაქოდან დაშორებულია 104 კილომეტრით.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის 2018 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 16 800 ადამიანს, რაც გაიზარდა 3 600 ადამიანით (დაახლოებით 27 პროცენტით) 2000 წლიდან მოყოლებული, 2000წელს მოსახლეობა 13 200 ადამიანს შეადგენდა.[4] მთლიანი მოსახლეობიდან 8 300 კაცია, ხოლო 8 500 კი ქალი. [5] მოსახლეობის 25,5 პროცენტზე მეტს შეადგენენ 14–29 წლების ფარგლებში მყოფი მოზარდები და ახალგაზრდები.[6]
ხიზინის ოლქი შეიქმნა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და აზერბაიჯანის სახალხო საბჭოს დადგენილებით, 1930 წლის 30 აგვისტოს, გაუქმდა 1956 წლის დეკემბერში [7]. სხვა წყაროების თანახმად, ოლქი არსებობდა 1963 წლამდე, ხოლო 1956 წელს რაიონის ცენტრის ანექსია მოახდინა სუმგაითმა[1]. 1963 წელს ეს ტერიტორია გახდა აფშერონის რაიონის ნაწილი[1]
ხიზის ოლქი არის ერთ-ერთი რაიონი, რომელსაც აზერბაიჯანში დიდი ტყის მარაგი აქვს (9 931 ჰა, ან 6%). ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება მეტად მრავალფეროვანია, აქ არის ტყეები, ტყე-უდაბნო, სტეპი, უდაბნო, ნაცრისფერი მთები, სუბალპური და ალპური ეკოსისტემები. ტერიტორიის ფაუნა ასევე ძალიან მდიდარია. აქ გვხვდება ისეთ სახეობები, როგორებიცაა: ყავისფერი დათვი, ნაცრისფერი კურდღელი, მელა, მგელი, მწყერი, შაშვი და სხვა. [8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.