From Wikipedia, the free encyclopedia
ასფარა[2] — ნასოფლარი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. ნინოწმინდიდან დაშორებულია 40 კმ-ით.
სოფელი | |
---|---|
ასფარა სომხ. Ասփարա | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი |
თემი | ტამბოვკა |
კოორდინატები | 41°27′06″ ჩ. გ. 43°46′47″ ა. გ. |
ადრეული სახელები | ასპანა |
ცენტრის სიმაღლე | 2080 მ |
მოსახლეობა | 0[1] კაცი (2014) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სოფლის თავდაპირველი სახელია ასპანა. ასფარა მისი ახალი ფორმაა. ასპანასთან არის დაკავშირებული გეოგრაფიული სახელი ასპანაური, ასევე მესხეთში გავრცელებული გვარი ასპანიძე. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეცხოველეობა. შედიოდა ტამბოვკის სასოფლო საბჭოში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 107 კაცი.[3] 2014 წლის მონაცემებით სოფელი დაცლილია.
ტბის სიახლოვეს თითქმის მიწასთან გასწორებული ტაძრის კედელიღაა შემორჩენილი. სავარაუდოდ, თავის დროზე საკმაოდ დიდი ნაგებობა ყოფილა, რომელსაც შემოვლებული ჰქონია გალავანი. სოფელთან მდებარეობს ციხესიმაგრე „ქოროღლის“ ნანგრევები, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წლით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.