არჩილი
From Wikipedia, the free encyclopedia
არჩილ სტეფანოზის ძე[7] — ქართლის ერისმთავარი VIII საუკუნეში, ჯუანშერის მატიანეში მოხსენიებულია მეფედ. იმავე მატიანის ცნობით, მის საბრძანებელში შედიოდა ეგრისიც, ხოლო აფხაზეთის ერისთავი ლეონ I მისი ყმადნაფიცი იყო. VIII საუკუნის 30-იან წლებში არჩილმა თავის ძმასთან, მირისთან ერთად მონაწილეობა მიიღო ანაკოფიის ბრძოლაში მურვან ყრუს წინააღმდეგ. მას მიეწერება მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლითაც ქვეყნის ნახევარი ერისთავებს გადაეცა სამკვიდროდ და სამამულოდ. კახეთ-ჰერეთში მას ბევრი ციხე და ეკლესია-მონასტერი აუშენებია, იძულებით მოუნათლავს ნუხპატელები. არჩილმა არ უარყო ქრისტეს რჯული და არ მიიღო დიდება და პატივი არაბებისაგან, რის გამოც არაბებმა წამებით მოკლეს. მისი წამების ამბავი VIII საუკუნეში დაიწერა, ხოლო XI საუკუნეში გადაამუშავა და განავრცო ლეონტი მროველმა.[8]
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არჩილი (მრავალმნიშვნელოვანი). |
არჩილი | |
---|---|
![]() მიხეილ საბინინის მიერ შესრულებული წმინდა არჩილი. | |
ქართლის ერისმთავარი | |
მმართ. წლები: |
668–718[1] 719–745[2] 748–760[3] |
წინამორბედი: | მირი |
მემკვიდრე: | იოანე და ჯუანშერი |
კახეთის ერისმთავარი | |
მმართ. წლები: |
705–745[2] 736–786[4] |
წინამორბედი: | სტეფანოზ III |
მემკვიდრე: | იოანე და ჯუანშერი |
მეუღლე: | დარია[5] |
შვილები: |
ჯუანშერ იოანე (იოვანე) გურანდუხტ მარიამ მირანდუხტ შუშან[6] |
დინასტია: | ხოსროიანი |
მამა: | სტეფანოზ III |
რელიგია: | მართლმადიდებელი ქრისტიანი |