![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a7/Aradeti_fortress_%25286%2529.jpg/640px-Aradeti_fortress_%25286%2529.jpg&w=640&q=50)
არადეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
არადეთი[2] — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.
![]() |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „არადეთი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. არადეთი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სოფელი | |
---|---|
არადეთი | |
![]() სოფლის ხედი არადეთის ციხიდან | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | შიდა ქართლის მხარეშიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ქარელის მუნიციპალიტეტი |
თემი | ბრეთი |
კოორდინატები | 42°03′47″ ჩ. გ. 43°52′54″ ა. გ. |
პირველი ხსენება | XI საუკუნე |
ცენტრის სიმაღლე | 660 მ |
მოსახლეობა | 432[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 98,6 % ოსები 0,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 4508 |
არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს სოფლის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ სოფელი თავად წერეთელს უბოძა. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[3] 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.
სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 წელს აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.