From Wikipedia, the free encyclopedia
ანრი II დე ვალუა (ფრანგ. Henri II de Valois; დ. 31 მარტი, 1519, სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი — გ. 10 ივლისი, 1559, პარიზი, საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე 1547–1559 წლებში, ვალუების დინასტიისა. ანრი იყო მეფე ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ კლაუდია დე ვალუას მეორე ვაჟი. მეფედ იკურთხა 1547 წელს. 1533 წლის ოქტომბერს მან იქორწინა ეკატერინე მედიჩზე (1519–1589). იბრძოდა ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, მონარქიის განმტკიცებისათვის, მკაცრად დევნიდა ჰუგენოტებს. 1559 წელს გამოსცა ედიქტი, რომელიც ერეტიკოსების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. 1559 წელს ანრი II-ს თავისი ასულის ელიზაბეტას და ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის ქორწილზე გამართულ რაინდთა ტურნირზე მონტგომერიმ შუბი თვალში მოარტყა და მოკლა.
ანრი II დე ვალუა | |
---|---|
Henry II de Valois | |
საფრანგეთის მეფე | |
კორონაცია: | 25 ივლისი, 1547 |
მმართ. დასაწყისი: | 31 მარტი, 1547 |
მმართ. დასასრული: | 10 ივლისი, 1559 |
წინამორბედი: | ფრანსუა I |
მემკვიდრე: | ფრანსუა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მარტი, 1519 |
დაბ. ადგილი: | სენ-ჟერმენ-ან-ლაი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 10 ივლისი, 1559, (40 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ეკატერინე მედიჩი (ქ. 1533) |
შვილები: |
ფრანსუა II, საფრანგეთის მეფე ელიზაბეტი, ესპანეთის დედოფალი კლაუდია, ლოთარინგიის ჰერცოგინია შარლ IX, საფრანგეთის მეფე ანრი III, საფრანგეთის მეფე მარგარიტა, ნავარის დედოფალი ფრანსუა, ალანსონის ჰერცოგი დიანა, კასტროს ჰერცოგინია (უკანონო) |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ფრანსუა I, საფრანგეთის მეფე |
დედა: | კლაუდია ფრანგი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
ანრი დაიბადა საფრანგეთის სამეფო ოჯახში, სენ-ჟერმენ-ან-ლაის სასახლეში 1519 წლის 31 მარტს. იგი იყო საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის და მისი პირველი მეუღლის დედოფალ კლაუდია დე ვალუას ვაჟი. ანრის ჰყავდა 1 უფროსი ძმა - ფრანსუა ვალუა. ასევე ჰყავდა უმცროსი და-ძმებიც: შოტლანდიის დედოფალი მადლენა ვალუა, ორლეანის ჰერცოგი შარლ დე ვალუა და სავოიის ჰერცოგინია მარგარიტა ვალუა. რადგანაც ანრი უმცროსი ვაჟი იყო იგი არ ემზადებოდა მეფობისათვის, ამიტომაც ანრი ორლეანის ჰერცოგი გახდა. ამ პერიოდში მიმდინარეობდა საშინელი ''იტალიური ომები''. 1525 წელს ბრძოლის დროს ანრის მამა, ფრანსუა საღვთო რომის იმპერატორმა და ესპანეთის მეფემ კარლოს V-მ ტყვედ აიყვანეს და ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის საპყრობილეში გადაიყვანეს. ამ მოვლენებიდან მალე დაიდო ხელშეკრულება რის მიხედვითაც ანრი და მისი ძმა ფრანსუა ჩავიდოდნე ესპანეთში მამის სანაცვლოდ ტყვეობაში, 4 წლის მანძილზე. ასეც მოხდა ფრანსუა I განთავისუფლდა მისი ვაჟები კი ესპანეთის ციხეში დარჩნენ. წლების მანძილზე პატარა ანრის და მის ძმას სასტიკად სცემდნენ და აშიმშილებდნენ. 1531 წელს ანრი და ფრანსუა დაბრუნდნენ საფრანგეთის სამეფო კარზე.
1532 წლიდან ანრის მამამ, მის დაოჯახებაზე დაიწყეს ფიქრი. მალე მან შესაფერის კანდიდატთა შორის შეარჩია ურბინოს ჰერცოგინია და ფლორენციის ჰერცოგის და, ეკატერინე მედიჩი. ამ ქორწინებით ფრანსუას ხელში გადავიდოდა ურბინოს საჰერცოგო, რომელსაც იგი პლაცტარმად გამოიყენებდა კარლოსის წინააღმდეგ ბრძოლისას. 1533 წლის 28 ოქტომბერს, ქალაქ მარსელში ანრი და ეკატერინე დააქორწინეს. მათ ჯვარი თვით რომის პაპმა, კლემენტე VII-მ დასწერათ. კლემენტე VII, ეკატერინეს ბიძად ერგებოდა,ამიტომაც ამ ქორწინებით ფრანგებმა რომის გულიც მოიგეს. მათი ქორწილის საზეიმო მსვლელობები 34 დღე გაგრძელდა, როგორც ისტორიკოსები იუწყებიან სწორედ მათ ქორწილში დამზადდა პირველი ნაყინი საფრანგეთის ისტორიაში. ამ დროისათვის ანრიც და ეკატერინეც სულ 14 წლისანი იყვნენ, თუმცა ორივემ კარგად იცოდა, რომ ეს ქორწინება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა იყო და მეტი არაფერი. ამიტომაც მამის მსგავსად არც ანრი ყოფილა ცოლის ერთგული მეუღლე.
ქორწინებიდან 10 წლის მანძილზე ანრის და ეკატერინეს შვილი არ უჩნდებოდათ.1536 წელს კი მოულოდნელად გარდაიცვალა ანრის უფროსი ძმა, საფრანგეთის დოფინი - ფრანსუა დე ვალუა. ამიტომაც დოფინი ანრი ხდება, რის გამოც მას აუცილებლად სჭირდება მემკვიდრე. 1538 წელს ანრის ერთ-ერთი საყვარლისაგან შეეძინა ქალიშვილი, რითაც დადასტურდა, რომ უშვილობა ეკატერინეს ბრალი იყო. მან დაიწყო უამრავი ბალახეულობისა და ნაყენების მიღება. ამას გარდა მათ ქორწინებას საფრთხეს ისით უქადდა, რომ ფრანსუა I-მა დაპირებული ურბინოს საჰერცოგო ვერ მიიღო და ანრისათვის ახალი საცოლის ძებნის დაწყებას აპირებდა.
თუმცა 1544 წელს ეკატერინემ ვაჟი გააჩინა, რის შემდგომაც ეკატერინემ ანრის კიდევ ცხრა შვილი გაუჩინა. თუმცა 1556 წელს ეკატერინემ ტყუპი გოგონები - ჟანა და ვიქტორია - გააჩინა, ისინი მალევე დაიღუპნენ და ამდენმა მშობიარობამ ეკატერინეს ჯანმრთელობაც შეურყია. ამიტომაც ეკატერინეს შვილის გაჩენა ექიმებმა სასტიკად აუკრძალეს. ამის შემდგომ კი ანრიმ კვლავ ახალი საყვარლები გაიჩინა და ეკატერინე სრულიად უყურადღებოდ დარჩა.
1534 წლიდან ანრის ყურადღება მიიპყრო გრაფ ლუი დე ბრეზის ქვრივმა დიანა დე პუატიემ. დიანა ანრიზე ოცი წლით უფროსი ქალი იყო თუმცა უნდა აღინიშნოს რომ, დიანა ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მშვენიერდებოდა. დაქვრივების შემდგომ კი, დიანა ყოველთვის შავ ან, თეთრ სამოსს იცვავდა, იმის აღსანიშნად, რომ გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობდა. დიანამ იმდენიც კი შესძლო, რომ ანრის თავისი მეუღლე სულ გადაავიწყდა. 1547 წლიდან კი, (მას შემდგომ რაც ანრი მეფე გახდა) დიანას მიენიჭა " სამეფო საყვარლის'' ტიტული.
მიუხედავად იმისა, რომ დიანას გამო ეკატერინე მედიჩი ( ანრის კანონიერი მეუღლე) ანრის საერთოდ აღარ ახსოვდა, დიანასა და ეკატერინეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. ამასთან ეკატერინემ საკუთარი სურვილით ანრის შესთავაზა, რომ მას აღეზარდა ანრისა და ეკატერინეს შვილები. დიანა ამ შეთავაზებას სიამოვნებით დასთანხმდა ამ შეთავაზებას.
მიუხედავად იმისა, რომ დიანა ანრის ერთადერთ ცხოვრებისეულ სიყვარულად ითვლება, ანრის მაინც ჰყავდა სხვა საყვარლები - ფილიპინა დუჩი, ჟანეტ სტიუარტი, ნიკოლ დე სავიჟნი და ა.შ. თუმცა მხოლოდ დიანას ჰქონდა "სამეფო საყვარლის ტიტული". თუმცა ანრის გარდაცვალების შემდგომ, მისმა სასტიკმა მეუღლემ ეკატერინე მედიჩიმ, შური იძია დიანაზე და იგი სამუდამოდ გააძევა პარიზიდან.
1547 წლის 31 მარტს გარდაიცვალა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I. ამავე წლის 25 ივნისს რეიმსის კათედრალში ანრი ეკურთხა საფრანგეთის მეფე ანრი II დე ვალუად, ხოლო ეკატერინე მედიჩი საფრანგეთის დედოფლად. ანრიცა და ეკატერინეც თავგამოდებული კათოლიკეები იყვნენ და საშინლად სძაგდათ პროტესტანტები, რომელთაც საფრანგეთში ჰუგენოტებს უწოდებენ. ანრი II უსასტიკესად დევნიდა ყველა პროტესტანტს. 1551 წლის 27 ივნისს სამოქალაქო საეკლესიო სასამართლოს უბრძანა აღმოეჩინა თითოეული ჰუგენოტი და მკაცრად დაესაჯათ ანუ ან დაეპატიმრებინათ, ან მოეკლათ, ან ქონება ჩამოერთმიათ. მან ცოცხლად დაწვათ ის დიდგვაროვნებიც და გლეხებით ვინც ჰუგენოტობა მიიღეს. ხოლო მათ ვისაც ბრალად ედებოდათ ჰუგენოტობა და დაზუსტებით არ იცოდნენ უბრალოდ ციხეებში სვავდნენ. ანრი ასევე მკაცრად აკონტროლებდა სასულიერო წიგნებსაც, რათა მათში რაიმე ერეტიკოსული არ ყოფილიყო გარეული. ჰუგენოტებს ჩამოერთვათ ქონება და სახელმწიფოს გადაეცა. საბოლოოდ ანრიმ მოისურვა საფრანგეთი მთლიანად '' გაეწმინდა'' ჰუგენოტებისაგან. ამის გამო მან 1549 წელს სამხრეთ ამერიკაში, თანამედროვე ბრაზილიის ტერიტორიაზე შექმნა პატარა ფრანგული კოლონია '' ანტარქტიკული ბრაზილია'', რომელიც მთლიანად შედგებოდა გადასახლებული ჰუგენოტებისაგან. ამას გარდა იგი ეხმარებოდა კათოლიკურ შოტლანდიასაც რომელსაც თავს პროტესტანტული ინგლისი ესხმოდა. კათოლიკე შოტლანდიელთა დასახმარებლად ანრიმ შოტლანდიაში უამრავი ფრანგი ჯარისკაცი გაგზავნა რომლებმაც მთლიანად განდევნეს ინგლისელები. ამ ფრანკო-შოტლანდიური ალიანსის განსამტკიცებლად ანრიმ თავისი უფროსი ვაჟი, საფრანგეთის დოფინი, ფრანსუა დანიშნა შოტლანდიის მცირეწლოვან დედოფალ, მარიამ სტიუარტზე, რომელიც 1548 წელს საფრანგეთში ჩავიდა.
1551 წელს ანრიმ ომი გამოუცხადა საღვთო რომის იმპერატორსა და ესპანეთის მეფე, კარლოს V-ს, ამ ფაქტით დაიწყო მერვე იტალიური ომი, რომელიც ზოგისათვის ცნობილია როგორც ჰაბსბურგ-ვალუების ბრძოლა ევროპაში ჰეგემონობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ანრი საფრანგეთში პროტესტანტებს სასტიკად უსწორდებოდათ, ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ იგი 1552 წელს გერმანელი კალვინისტების მოკავშირე გამხდარიყო და ისინი კარლოსის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ამას გარდა ანრიმ განაახლა ფრანკო-ოსმალური ალიანსი და დადო ხელშეკრულება რომლითაც ოსმალეთს სამხრეთ საფრანგეთი უნდა დაეცვა. 1554 წელს ანრი შეიჭრა ლოთარინგიაში. ლოთარინგიაში ლაშქრობა წარმატებული აღმოჩნდა და დაიპყრო მისი 3 საეპისკოპო : ვერდენი, მეცი და ტულსა. 1553 წელს საფრანგეთის ჯარები დამართხდა ტოსკანაში გამართულ მარინიანოს ბრძოლაში.
1556 წელს კარლოს V ტახტიდან გადადგა. მისი სამფლობელოები კი გაიყვეს მისმა ვაჟმა ფილიპე II-მ და ძმამ ფერდინანდ I-მა. ფილიპემ ესპანეთის ტახტი დაიკავა, ფერდინანდმა კი საღვთო რომის იმპერიისა. 1556 წელს ფრანგებმა დაიპყრეს ქალაქი კასალე. 1557 წელს საფრანგეთის არმიამ ფრანსუა გიზის სარდლობით გაილაშქრა ნეაპოლზე, სამაგიეროდ ესპანეთის არმია ნიდერლანდიდან შეიჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში. 1557 წლის 10 აგვისტოს სენ-კანტენთან საფრანგეთის მძიმე დამარცხებითა და პარიზისათვის შექმნილი მუქარით ესპანეთმა აიძულა ფრანგები შეეწყვიტათ ნეაპოლზე ლაშქრობა. 1558 წელს ანრიმ იხელთა დრო და გაილაშქრა ინგლისზე. ამავე წელს ფრანგებმა ინგლისელებს წაართვეს საპორტო ქალაქი კალე, რომელიც საფრანგეთის ჩრდილოეთში მდებარეობდა და 1347 წელს დაკარგეს ფრანგებმა "ასწლიანი ომის" დროს. 1558 წლის 24 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დაქორწინდნენ ანრის ვაჟი ფრანსუა და შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და აიძულა დაედოთ კატო-კამბრეზის ზავი (1559 წლის აპრილი). ამ ზავით ესპანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებად ცხადდებიან.
ესპანეთთან დაზავების შემდგომ ანრიმ განიზრახა ფრანკო-ესპანური ალიანსი დინასტიური ქორწინებით გაემყარებინა. 1558 წელს კი ამის რეალური შანსი გამოჩნდა, მას შემდეგ რაც ფილიპე II-ის ცოლი გარდაიცვალა. 1559 წლის 22 ივნისს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ფილიპეს მიათხოვა თავისი უფროსი ქალიშვილი ელიზაბეტა. 30 ივნისს კი მათ ქორწილში გამართულ საზეიმო ტურნირზე ანრიმ ბრძოლაში შოტლანდიელი გვარდიელი, ლორდი მონტგომერი გამოიწვია. შეჯიბრების დროს მონტგომერიმ ანრის თვალში შუბი მოარტყა და ცხენიდან გადმოაგდო. მეფემ მხედველობა დაკარგა, თუმცა 1559 წლის 10 ივლისს ანრი II გარდაიცვალა.
სახელი | პორტრეტი | დაიბადა | გარდაიცვალა | ზოგადი ცნობები |
---|---|---|---|---|
ფრანსუა II | 19 იანვარი, 1544
პარიზი, საფრანგეთი |
5 დეკემბერი, 1560
ორლეანი, საფრანგეთი (16 წლის) |
საფრანგეთის მეფე 1559 წლიდან. შოტლანდიის მეფე-კონსორტი 1558 წლიდან.
დედოფალ მერი I სტიუარტის პირველი ქმარი. გარდაიცვალა უშვილო. | |
ელიზაბეტი | 2 აპრილი, 1545
პარიზი, საფრანგეთი |
3 ოქტომბერი, 1568
მადრიდი, ესპანეთი (23 წლის) |
ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფილიპე II-ს, რომელთანაც შეეძინა ორი გოგონა:
ნიდერლანდების მმართველი ისაბელ კლარა ეუხენია და სავოიის ჰერცოგინია კატალინა მიკაელა. გარდაიცვალა მშობიარობისას. | |
კლაუდია | 12 ნოემბერი, 1547
პარიზი, საფრანგეთი |
21 თებერვალი, 1575
ნანსი, საფრანგეთი (27 წლის) |
ცოლად გაჰყვა ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები:
ლოთარინგიის ჰერცოგები ანრი II და ფრანსუა II, ტოსკანის დიდი ჰერცოგინია კრისტინა, სტრასბურგის ეპისკოპოსი შარლი, იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგინია ანტუანეტა და ბავარიის კურფიურსტი ელიზაბეთი. გარდაიცვალა მშობიარობისას. | |
ლუი | 3 თებერვალი, 1549
პარიზი, საფრანგეთი |
24 ოქტომბერი, 1550
მანტი, საფრანგეთი (1 წლის) |
ორლეანის ჰერცოგი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, გაციებისაგან. | |
შარლ IX | 27 ივნისი, 1550
პარიზი, საფრანგეთი |
30 მაისი, 1574
ვინსენე, საფრანგეთი (23 წლის) |
საფრანგეთის მეფე 1560 წლიდან. ცოლად შეირთო საღვთო რომის იმპერატორ
მაქსიმილიან II-ის ასული ელიზაბეთ ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა, მარი ელიზაბეტი. | |
ანრი III | 19 სექტემბერი, 1551
პარიზი, საფრანგეთი |
2 აგვისტო, 1589
სენ-კლოდი, საფრანგეთი (37 წლის) |
პოლონეთ-ლიტვის მეფე 1572-1575 წლებში. საფრანგეთის მეფე 1574 წლიდან.
ცოლად შეირთო ლუიზა დე ლორენ-ვედემონი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია. მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკემ, რითაც შეწყდა ვალუას დინასტია. | |
მარგარიტა | 14 მაისი, 1553
პარიზი, საფრანგეთი |
27 მაისი, 1615
პარიზი, საფრანგეთი (61 წლის) |
ცოლად გაჰყვა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ს, რომელსაც მოგვიანებით
გაეყარა. გარდაიცვალა უშვილოდ. | |
ფრანსუა | 18 მარტი, 1555
პარიზი, საფრანგეთი |
10 ივნისი, 1584
ტიერი, საფრანგეთი (29 წლის) |
ანჟუსა და ალანსონის ჰერცოგი. განიხილებოდა ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის
საქმროდ. გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო, მალარიით. | |
ვიქტორია | 24 ივნისი, 1556
პარიზი, საფრანგეთი |
აგვისტო, 1556
პარიზი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა ჩვილობაში. | |
ჟანა | დაიბადა მკვდარი |
ანრის საყვარლებისაგან ჰყავდა 3 შვილი:
დიანა ანჟულიმელი, (1538-1619), დიანა ორჯერ გათხოვდა, პირველად კასტროს ჰერცოგ ორაციო ფარნეზეზე, ხოლო მეორედ მონტმორანსის ჰერცოგ ფრანსუას.
ანრი ანჟულიმელი, (1551-1586), იყო პროვანსის გუბერნატორი.
ანრი ანჟულიმელი, (1557-1621), სენ-რემის ბარონი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.