Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კლაუდია დე ვალუა (დ. 13 ოქტომბერი 1499 - გ. 20 ივლისი 1524) — ლუი XII-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ ანა ბრეტონელის უფროსი ქალიშვილი. ბრეტანის ჰერცოგინია 1514-1524 წლებში, საფრანგეთის დედოფალი 1515-1524წლებში. ფრანსუა I-ის პირველი მეუღლე, ანრი II-ის დედა.
კლაუდია დე ვალუა | |
---|---|
Clade de Valois | |
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 10 მაისი 1517 |
მმართ. დასაწყისი: | 1 იანვარი 1515 |
მმართ. დასასრული: | 20 ივლისი 1524 |
წინამორბედი: | ანა ბრეტონელი |
მემკვიდრე: | ელეონორ ავსტრიელი |
ბრეტანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 9 იანვარი 1514 |
მმართ. დასასრული: | 20 ივლისი 1524 |
წინამორბედი: | ანა ბრეტონელი |
მემკვიდრე: | ფრანსუა III ვალუა |
მილანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 11 ოქტომბერი 1515 |
მმართ. დასასრული: | 20 ივლისი 1524 |
წინამორბედი: | ანა ბრეტონელი |
მემკვიდრე: | კრისტინა დანიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 ოქტომბერი 1499 |
გარდ. თარიღი: | 20 ივლისი 1524 (24 წლის) |
გარდ. ადგილი: | შატო დე ბლუა, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფრანსუა I |
შვილები: |
1.შარლოტი 2.ლუიზი 3. ფრანსუა III, ბრეტანის ჰერცოგი 4. ანრი II, საფრანგეთის მეფე 5. მადლენი, შოტლანდიის დედოფალი 6. შარლი, ორლეანის ჰერცოგი 7.მარგარიტა, სავოიის ჰერცოგინია |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ლუი XII |
დედა: | ანა ბრეტონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
კლაუდია დაიბადა 1499 წლის 13 ოქტომბერს, იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XII-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ანა ბრეტონელის პირველი ქალიშვილი. ვინაიდან მათ წლების მანძილზე სხვა შვილი არ უჩნდებოდათ, კლაუდია ტახტის მემკვიდრედ განიხილებოდა. დედოფალმა ანამ თორმეტჯერ იმშობიარა, რომელთაგან მხოლოდ ორჯერ შეძლო ცოცხალი ბავშვის გაჩენა, პირველად კლაუდია გააჩინა, ხოლო 1510 წელს მან პრინცესა რენე გააჩინა.
კლაუდიას დედა ბრეტანის ჰერცოგინია იყო. იქიდან გამომდინარე, რომ მას ვაჟები არ ჰყავდა, კლაუდია ბრეტანში მისი მემკვიდრე გახდა. კლაუდია ასევე იყო საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეც, თუმცა სალიური კანონის მიხედვით ქალს მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად შეეძლო საფრანგეთის სამეფო ტახტზე დაჯდომა. სწორედ ამიტომ მისმა მშობლებმა მისი ჯერ გათხოვება, შემდეგ კი ტახტზე დასმა მოისურვეს. მისმა მშობლებმა მოისურვეს მისსავე ბიძაშვილზე, ანუ ასევე ვალუას დინასტიის წარმომადგენელზე დაქორწინება, რათა ვალუას დინასტია გაგრძელებულიყო, ხოლო მათი შვილი უკვე ბრეტანსა და საფრანგეთს გააერთიანებდა.
1501 წლის 10 აგვისტოს ლიონში ხელი მოეწერა საქორწინო კონტრაქტს კლაუდიასა და საღვთო რომის მომავალ იმპერატორ კარლ ჰაბსბურგს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, ბრეტანი უერთდებოდა არა საფრანგეთს არამედ ესპანეთს (რადგან კარლის მშობლები ესპანეთის მმართველები იყვნენ). 1504 წელს ბლუაში დაიდო კიდევ ერთი ხელშეკრულება. თუმცა მას შემდეგ რაც საფრანგეთმა გენუა, ოსტია და მილანი დაიპყრო, საქორწინო კონტრაქტი გაუქმებულად გამოცხადდა. ამრიგად ლუი XII-მ თავისი მომავალი მძახლები და ევროპის უძლიერესი მონარქები გადაიმტერა. მალე ლუი ძალიან დაავადდა და მემკვიდრეზე ანერვიულდა, რადგან იცოდა, რომ ფრანგები მის ქალიშვილს ტახტზე ძლიერი ქმრის გარეშე არ დასვავდნენ.
1505 წელს ლუი XII-მ კლაუდია დანიშნა ანჟულემის ჰერცოგ ფრანსუა დე ვალუაზე. ამით ფრანსუა მომავალი მეფე გახდა, ხოლო კლაუდიამ ტახტზე თავისი უფლებების შენარჩუნება შეძლო.
1514 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა დედოფალი ანა ბრეტონელი. ამით კლაუდია ბრეტანის ჰერცოგინია გახდა. ამავე წლის 18 მაისს სენ ჟერმენ-ან-ლაიში კლაუდია და ფრანსუა დაქორწინდნენ. ასევე 1514 წლის 9 ოქტომბერს ლუი XII-მ ცოლად შეირთო ინგლისისა და ირლანდიის პრინცესა მერი ტიუდორი, იმ იმედით, რომ მასთან მაინც ეყოლებოდა ვაჟი. სულ რამდენიმე თვეში, 1515 წლის 1 იანვარს ლუი XII გარდაიცვალა, მერი კი ინგლისში დაბრუნდა. კლაუდია და მისი ქმარი ფრანსუა I საფრანგეთის მეფე-დედოფალი გახდნენ, ეს იყო ისტორიაში მესამე და უკანასკნელი მომენტი, როცა ბრეტანის ჰერცოგინია საფრანგეთის დედოფალი გახდა.
როგორც დედოფალს სამეფო კარზე ბევრი მტერი და მეტოქე გამოუჩნდა, რომელთაგან მთავარია მისი დედამთილი, დედა-დედოფალი ლუიზა სავოიელი და აგრეთვე მისი მული, ნავარის დედოფალი მარგარიტა ანჟულიმელი. შეიძლება ითქვას, რომ კლაუდია არასდროს მართავდა ბრეტანს. 1515 წელს მან ბრეტანის მემკვიდრეობა და მთელი მისი მართვის სადავეები თავის ქმარს უბოძა, თავად კი მხოლოდ ფორმალურად იყო ბრეტანის ჰერცოგინია. კლაუდიას, განსხვავებით თავისი უმცროსი და რენესგან, არასდროს გამოუვლენია ინტერესი პოლიტიკისადმი, რადგან იგი ძალზედ რელიგიური ქალი იყო და არც კი ინტერესდებოდა ქვეყნის მართვით.
1515 წელს, მას შემდეგ რაც მერი ტიუდორი ინგლისში დაბრუნდა, თან გაიყოლა ინგლისელი დიდგვაროვნები, მათ შორის კლაუდიას ქმრის, ფრანსუას საყვარელი მერი ბოლეინი, ხოლო მისი უფროსი და, ანა ბოლეინი კვლავ საფრანგეთში დარჩა განათლების მისაღებად. ანა მუშაობდა ინგლისურის თარჯიმნადაც, როცა ფრანკო-ინგლისური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. 1521 წელს ანა ინგლისში დაბრუნდა, 1533 წელს კი იმდენი მოახერხა, რომ მეფე ჰენრი VIII ცოლს გაჰყარა, რომის პაპს განუყენა და თავად გაჰყვა ცოლად, რითაც იგი ინგლისის დედოფალი გახდა. ანა ინგლისელებს ყოველთვის უამბობდა საფრანგეთზე და ამბობდა, რომ საფრანგეთის დედოფლისგან (გულისხმობდა კლაუდიას) ბევრი რამ ისწავლა.
1517 წლის 10 მაისს სენ დენში კლაუდია საფრანგეთის დედოფლად ეკურთხა. იგი კარდინალმა ფილიპ ლუქსემბურგელმა აკურთხა.
კლაუდიამ თითქმის მთელი თავისი ორსულობა ფეხმძიმობაში გაატარა. კლაუდიამ შეძლო და 10 წლიანი ქორწინებიდან 4 გოგონა და 3 ვაჟი გააჩინა. იგი შვილებს მკაცრი მორალით ზრდიდათ და ზრუნავდა მათ რელიგიურად აღზრდაზე.
დედოფალ კლაუდიას შესახებ ისტორიკოსი ბრანტომი წერდა:
ამდენი გაუთავებელი ორსულობისა და მშობიარობის გამო კლაუდიას სხეული დაუზიანდა, მას ჰქონდა სქოლიოზი და ხერხემლის პრობლემები, მაშინ როცა მისი ქმარი ათლეტური აღნაგობის იყო. ექიმებმა მას დაორსულება აუკრძალეს, რადგან ეს დამღუპველად მოქმედებდა მასზე. როგორც სამეფო კარის მკურნალმა განაცხადა ამდენი დატვირთვის გამო მას პრობლემები ჰქონდა მარცხენა თვალზე. ამ ყველაფერმა კი გამოიწვია ის, რომ ფრანსუამ საყვარელი გაიჩინა ფრანსუაზ დე ფოქსის სახით.
1524 წლის 20 ივლისს, 24 წლის ასაკში კლაუდია გარდაიცვალა, შატო დე ბლუაში. მისი გარდაცვალების მიზეზი ამოუცნობი დღემდე საკამათოა. ზოგი ამბობს, რომ იგი ტუბერკულოზმა შეიწირა, ზოგი ამბობს რომ ეს ახალი ორსულობის გამო მოხდა, ზოგი კი სულ სხვა მიზეზებს ასახელებს, მათ შორის კი ყველაზე სარწმუნოა, რომ იგი სიფილისისგან გარდაიცვალა, რომელიც მისმა ქმარმა გადასდო. კლაუდია დაკრძალეს ბაზილიკა სენ დენში, საფრანგეთის მეფე-დედოფლების სასაფლაოზე.
მისი სიკვდილის შემდეგ ბრეტანის ჰერცოგი მისი ვაჟი ფრანსუა III გახდა, რომელიც 1536 წელს გარდაიცვალა და ჰერცოგი მისი მეორე ვაჟი ანრი გახდა, რომელიც საბოლოოდ საფრანგეთის ტახტზეც ავიდა. 1530 წელს ფრანსუამ მეორე ცოლი მოიყვანა, პორტუგალიის მეფის ქვრივი ელეონორ ავსტრიელი. ფრანსუამ კიდევ ახალი საყვარლები გაიჩინა, რომელთაგან სიფილისი გადაედო და 1547 წელს სწორედ სიფილისისგან გარდაიცვალა კიდეც.
ფრანსუა და კლაუდია სენ დენში გვერდი-გვერდ არიან დაკრძალულნი, ხოლო ფრანსუას მეორე ცოლი მის სამშობლოში, ესპანეთში განისვენებს.
პორტრეტი | სახელი | დაიბადა | გარდაიცვალა | მოკლე ინფორმაცია | მეუღლე | ტიტული |
---|---|---|---|---|---|---|
ლუიზა | 19 აგვისტო 1515 | 21 სექტემბერი 1517 | გარდაიცვალა 2 წლის, თუმცა დანიშნული იყო
ესპანეთის მეფე კარლ I-ზე, თუმცა ქორწინბა არ შემდგარა |
არ ჰყოლია | საფრანგეთის პრინცესა | |
შარლოტი | 23 ოქტომბერი 1516 | 8 სექტემბერი 1524 | გარდაიცვალა 8 წლის, დანიშნული იყო ესპანეთის | არ ჰყოლია | საფრანგეთის პრინცესა | |
ფრანსუა III | 28 თებერვალი 1518 | 10 აგვისტო 1536 | ითვლება, რომ ფრანსუა მისმა რძალმა ეკატერინე
მედიჩიმ მოწამლა, ვინაიდან იგი დოფინი იყო |
არ ჰყოლია | ბრეტანის ჰერცოგი,
საფრანგეთისა და ვიენის დოფინი | |
ანრი II | 31 მარტი 1519 | 10 ივლისი 1559 | საფრანგეთის მეფე 1547-1559 წლებში. დაიპყრო
კალე, ლოთარინგიის 3 საეპისკოპო და სავოიის 5 ქალაქი, იბრძოდა ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის, გარდაიცვალა 40 წლის, საკუთარი ქალიშვილის ქორწილში |
ეკატერინე მედიჩი | საფრანგეთის მეფე | |
მადლენა | 10 აგვისტო
1520 |
2 ივლისი
1537 |
შოტლანდიის დედოფალი მხოლოდ 6 თვით.
იგი გარდაიცვალა უშვილოდ, ვინაიდან ის ქორწინებიდან 6 თვეში ტუბერკულოზით გარდაიცვალა |
ჯეიმზ V | შოტლანდიის
დედოფალი | |
შარლ II | 22 იანვარი
1522 |
9 სექტემბერი
1545 |
მონაწილეობდა ლუქსემბურგის ალყაში.
ახალგაზრდობაში დაბრმავდა, მალევე იგი გრიპის ეპიდემიას ემსხვერპლა |
არ ჰყოლია | ორლეანის ჰერცოგი | |
მარგარეტი | 5 ივნისი 1523 | 14 სექტემბერი
1574 |
დააარსა ბერის საჰერცოგო, ხელს უწყობდა
სავოიური კულტურის აღორწინებას |
ემანუელ
ფილიბერტ I |
სავოიისა და ბერის
ჰერცოგინია, დედოფალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.