ხორვატი გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ანდრია მოხოროვიჩიჩი (ხორ. Andrija Mohorovičić; დ. 23 იანვარი, 1857 — გ. 18 დეკემბერი, 1936) — ხორვატი გეოფიზიკოსი და სეისმოლოგი. ხორვატიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1898). 1897 წლიდან ზაგრების უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, 1910 წლიდან პროფესორი. მეტეოროლოგიისა და გეოდინამიკის სამსახურის სახელმწიფო სამმართველოსა და ზაგრების ობსერვატორიის დირექტორი (1892-1921). მოხოროვიჩიჩმა სეისმოლოგიური მონაცემებით დაადგინა (1909) დედამიწის ქერქსა და მანტიას შორის გამყოფი ზედაპირის არსებობა, რომელსაც მოხოროვიჩიჩის ზედაპირი უწოდეს. მანვე შეიმუშავა მიწისძვრის რეგისტრაციის მეთოდიკა და სხვადასხვა გეოფიზიკური ხელსაწყოების კონსტრუქცია.
ანდრია მოხოროვიჩიჩი | |
---|---|
ხორ. Andrija Mohorovičić | |
დაბ. თარიღი | 23 იანვარი, 1857[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | ვოლოსკო |
გარდ. თარიღი | 18 დეკემბერი, 1936[6] [1] [2] [3] [4] [5] (79 წლის) |
გარდ. ადგილი | ზაგრები[6] |
დასაფლავებულია | მიროგოის სასაფლაო[7] |
მოქალაქეობა |
იუგოსლავიის სამეფო სერბთა, ხორვატთა და სლოვენთა სამეფო ცისლეიტანია ავსტრიის იმპერია |
საქმიანობა | მეტეოროლოგი, სეისმოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, გეოლოგი და გეოფიზიკოსი |
მუშაობის ადგილი | ზაგრების უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კარლის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
შვილ(ებ)ი | Stjepan Mohorovičić |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.