From Wikipedia, the free encyclopedia
ან დე მონმორანსი (ფრანგ. Anne de Montmorency; დ. 15 მარტი, 1493 — გ. 12 ნოემბერი, 1567, პარიზი) — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, მარშალი, 1538 წლიდან კონეტაბლი (არმიის მთავარსარდალი). ჰუგენოტების ბრძოლის დროს კათოლიკების ერთ-ერთი ბელადი იყო. 1548 წელს მკაცრად ჩაახშო აჯანყება ბორდოში. მონმორანსი ჰენრიხ II-ის ფავორიტი გახლდა, მაგრამ მეფის გარდაცვალების მერე, კერძოდ 1559-60 წლებში გიზებმა ხელისუფლებას ჩამოაშორეს. ტახტზე შარლ IX-ის ასვლის შემდეგ (1560 წ.) ისევ დაუახლოვდა სამეფო კარს. მხარს უჭერდა ჰუგენოტების დასჯას. ჰუგენოტთა მეორე ომის დროს 1567 წელს სენ-დენთან მოკლეს.
ან დე მონმორანსი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 15 მარტი, 1493[1] [2] |
დაბადების ადგილი | შანტიი[3] |
გარდაცვალების თარიღი | 12 ნოემბერი, 1567[1] [2] [3] [4] |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი[3] |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
წოდება | საფრანგეთის მარშალი |
ბრძოლები/ომები | War of the League of Cambrai |
ჯილდოები | საფრანგეთის მარშალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.