From Wikipedia, the free encyclopedia
ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum of American Jewish History, NMAJH) — ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის მუზეუმი ფილადელფიაში, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები. მუზეუმი დაარსდა 1976 წელს.[2]
ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმი | |
---|---|
39.950288°00′00″ ჩ. გ. 75.148593°00′00″ დ. გ. | |
დაარსდა | 1976 |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | პენსილვანია |
ექსპონატი | 30 000 |
კლასიფიკაცია | 82 950 (2019)[1] |
დირექტორი | დოქტორი მიშა გალპერინი |
ოფიციალური საიტი | nmajh.org |
2020 წლის მარტში, ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა გაკოტრებისაგან თავის დასაცავად მე-11 თავში რედაქტირება განახორციელა. მან ვალებისაგან გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც დამოუკიდებელი სავაჭრო ცენტრის სახლის მშენებლობით იყო გამოწვეული. მუზეუმის საერთო ვალმა 30 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ობლიგაციების მფლობელებისათვის, არაუზრუნველყოფილი კრედიტორებისთვის კი ეს თანხა 500 000 აშშ დოლარს წარმოადგენდა. გაკოტრების საქმის წარმოებისათვის მუზეუმი წლიური ბიუჯეტის 20%-ზე მეტს იხდიდა. ეს საქმე რამდენიმე წელი გაგრძელდა, რამაც დამთვალიერებლების რაოდენობის შემცირება, შემოსავლებისა და ფონდების ალტერნატიული გზების ძიება გამოიწვია. ამ პროცესს მუზეუმის ფუნქციონირებისათვის ხელი არ შეშლია.[1] ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმი ოფიციალურად 2021 წლის სექტემბერში გაკოტრდა.[3]
2020 წლის აგვისტოში, მას შემდეგ რაც დიდი ამერიკული გარე საქმიანობის აქტს მოეწერა ხელი და სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იოსემიტის ეროვნული პარკი შეცდომით მოიხსენია როგორც „იო სემიტესი“,[4] ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმის ონლაინ სასაჩუქრე მაღაზიის შემოსავალები მკვეთრად გაიზარდა. მუზეუმის მაღაზიას მანამდე ჰქონდა დაბეჭდილი მსგავსი ფრაზა მაისურზე „იო სემიტ“ (Yo Semite). მაისურების გაყიდვებმა კომპანიას ტრამპის განცხადებიდან სამ დღეში 30 000 აშშ დოლარის ტოლი მოგება მოუტანა. ამ ყველაფერმა მუზეუმს მოულოდნელი საერთაშორისო ცნობადობა და ფინანსური ზრდა მოუტანა.[5][6][7]
1976 წელს დაარსებული მუზეუმი 1 400 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობაში იყო განთავსებული. ამავე ნაგებობაში ასევე მდებარეობდა ისრაელის იმედის წმინდა საზოგადოების (ებრ. קהל קדוש מקוה ישראל) ოფისიც.[8]
2005 წელს ცნობილი გახდა, რომ მუზეუმი ახალ შენობაში გადავიდოდა, რომელიც მარკეტის ქუჩასა და მეხუთე ქუჩაზე აშენდებოდა, დამოუკიდებლობის მოლის ტერიტორიაზე. ობიექტს თავდაპირველად CBS-ის KYW რადიო და KYW-TV ფლობდა. პროექტს საფუძველი 2007 წლის 30 სექტემბერს ჩაეყარა. 9 300 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობა მინისა და ტერაკოტას საშუალებით იქნებოდა აშენებული, მისი დიზაინერი კი ჯეიმზ პოლშეკი იქნებოდა. შენობა მოიცავს ატრიუმს 2 300 კვდრატული მეტრის ფართობის მქონე საგამოფენო სივრცეს, ებრაული განათლების ცენტრსა და თეატრს.[9] მუზეუმის სტრუქტურული ინჟინერი ლესლი რობერტსონის ასოციაცია იყო.
პროექტის საერთო ღირებულებამ 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[10] მუზეუმის გახსნის ცერემონიალი 2010 წლის 14 ნოემბერს მოეწყო და მას დაახლოებით 1000 ადამიანი ესწრებოდა. გასნაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მერი მაიკლ ნუტერი, გუბრენატორი ედ რენდელი და რაბინი ირვინგ გრინბერგი.[11] შენობა დამთვალიერებლებისათვის 2010 წლის 26 ნოემბერს გაიხსნა.[11]
მუზეუმს 30 000 ნივთის კოლექცია გააჩნია, რომელიც მუზეუმის გამოფენებშია წარმოდგენილი. ნივთებს შორის წარმოდგენილია კოლონიალიზმის პერიოდიდან თანამედროვე პერიოდამდე შექმნილი ნიმუშები.[12] გამოფენები ფოკუსირებულია ებრაელების ცხოვრებასა და გამოცდილებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუზეუმის ყოფილი გამოფენები კონცენტრირებული იყო რუთ ბეიდერ გინზბურგსა და ლენარდ ბერნსტაინზე.[1][13] ბრანდეისის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯონათან სარნა მუზეუმის ძირითადი ექსპონატების შემუშავებაზე მუშაობდა.
2012 წლის 29 ივნისიდან 30 სექტემბერის ჩათვლით ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა მოეწყო გამოფენა, რომელიც მოიცავდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დოკუმენტს, რომელიც ეხება რელიგიურ თავისუფლებას შეერთებულ შტატებში. წერილი დაიწერა 1790 წელს ებრაულ კრებაზე, ნიუპორტში, როდ-აილენდი, რომელიც ახალი ქვეყნის რელიგიურ თავისუფლებას უსვამდა ხაზს.[14] წერილში აღწერილია ის, თუ რა ვალდებულება აქვს მთავრობას რელიგიური თავისუფლებისა და ყველა სარწმუნოების თანასწორობისათვის. გამოფენა ასევე მოიცავდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ადრეულ ბეჭდურ ვერსიებსა და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის ნიმუშებს.[15] გამოფენის ოფიციალური სახელწოდება „ფანატიზმისათვის არა საქციები: ჯორჯ ვაშინგტონი და რელიგიური თავისუფლება“ იყო.
2010 წელს დაარსებული ამერიკის ებრაული ისტორიის ეროვნული მუზეუმის დიდების დარბაზი და მასთან დაკავშირებული მუდმივი საგამოფენო გალერეა ამერიკელი ებრაელების შემოქმედებას უსვამს ხაზს.[16][17] მუზეუმი ასევე მოიცავს არტეფაქტებს, როგორიცაა სენდი კოუფაქსის ბეისბოლის ხელთათმანები და ირვინგ ბერლინის მუსიკალურ ნოტებს.[17] მუზეუმს სახელი გადაერქვა და ეწოდა ედ სნაიდერის „მხოლოდ ამერიკაში“ დარბაზი და დიდების დარბაზი კომკასტ სპეკტაკორის ყოფილი თავმჯდომარის პატივსაცემად.[18][19]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.